ლევან მაჭავარიანი – კადრებში რაც ვნახე იყო ის, რომ ფიზიკური ძალადობა დიმიტრი სამხარაძეზე გიორგი გახარიამ დაიწყო და რეაგირებაც დიმიტრისგან მოულოდნელი არ იყო

კადრებში რაც ვნახე იყო ის, რომ ფიზიკური ძალადობა დიმიტრი სამხარაძეზე ბატონმა გიორგი გახარიამ დაიწყო და შემდეგ რეაგირებაც ბატონი დიმიტრისგან მოულოდნელი არ იყო, – ამის შესახებ ჟურნალისტებს “ქართული ოცნების” დეპუტატმა ლევან მაჭავარიანმა განუცხადა.
მაჭავარიანის შეფასებით, “კადრებში ყველაფერი ცალსახად ჩანს”.
“ნებისმიერი ასეთი ფაქტი ძალიან სამწუხაროა – ჩვენ ყოველთვის ვგმობთ ძალადობას. არა აქვს მნიშვნელობა რომელი მხრიდან მოხდება და საბოლოო ჯამში, ვინ იქნება ამით დაზარალებული.
ის ფსიქოლოგიური ძალადობა და ბულინგი, რაც პოლიტიკოსებზე მიმდინარეობს, ჩვენ ამასაც ძალადობაში ვთვლით. ძალიან სამწუხაროა, რომ ამას არც დიპლომატიური კორპუსი ეხმიანება და პირიქით, ახალისებენ. “ჩავუფურთხოთ საჭმელში”, მანამდე იყო “3 ტყვია კეფაში” და ა.შ ამაზე არავის რეაგირება არ აქვს. სწორედ ეს ყველაფერი იწვევს ამის ირიბად წახალისებას”, – განაცხადა მაჭავარიანმა.

ასევე დაგაინტერესებთ

მეუფე იაკობი: თან გვაბრალებენ… ისევე, როგორც ეკლესიას რუსობას გვაბრალებენ, თვითონ არიან რუსებიც და ყველაფერი თვითონ არიან, რასაც გვაბრალებენ. ქრისტიანები თუ ხართ ხელისუფლებაში, შერიგებაზე ვიფიქროთ…