– „ნაციონალურ მოძრაობას“ ქვეყნის წინაშე ჩადენილ მოღალატეობრივ ქმედებებზე პასუხის გაცემა მოუწევს

„ნაციონალურ მოძრაობას“ ქვეყნის წინაშე ჩადენილ მოღალატეობრივ ქმედებებზე პასუხის გაცემა მოუწევს, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, მ განაცხადა.
მისი განცხადებით, ფაქტი, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არ აპირებს პარლამენტში სპეციალურ კომისიასთან თანამშრომლობას, მისთვის გასაგებია.
როგორც მან მედიასთან საუბრისას აღნიშნა, აღნიშნულმა პარტიამ ქვეყნის წინაშე მოღალატეობრივი ქმედებები ჩაიდინა, რასაც პასუხი უნდა გაეცეს.
„მესმის მათი განწყობა. „ნაციონალური მოძრაობა“ არის მოღალატე პარტია იმ თავისი ქმედებებით და დანაშაულით, რაც ქვეყნის წინაშე ჩაიდინეს. მათი უგუნური პოლიტიკის შედეგია, რომ ჩვენ დავკარგეთ ტერიტორიები. ამ ქმედებების შედეგად დაიღუპა არაერთი გმირი ჯარისკაცი, მშვიდობიანი მოსახლეობა. გასარკვევია ვისი დავალებით დაიწყო ეს ყველაფერი. რა თქმა უნდა, ვისაც ამ დანაშაულში წვლილი მიუძღვის, ყველას მოუწევს პასუხის გაცემა“, – აღნიშნა კახა კალაძემ, რომლის კომენტარსაც თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – ვფიქრობთ, ჩვენ ვართ საიმედო პარტნიორები ჩვენი მეზობელი ქვეყნებისთვის, როდესაც საქმე ეხება, მათ შორის, ეკონომიკურ კავშირებს – ასევე, ვაკეთებთ ყველაფერს, რათა მაქსიმალური წვლილი შევიტანოთ რეგიონში მშვიდობის განმტკიცებაში

ვოლოდიმირ ზელენსკი – რუსეთის თავდასხმის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 2 ბავშვი – დროა, ევროკავშირმა მიიღოს სანქციების ძლიერი პაკეტი, ასევე ველით მკაცრ სასანქციო ზომებს აშშ-სგან და „დიდი შვიდეულისგან“

ირაკლი კობახიძე – გასული ათი წლის განმავლობაში ძალიან დიდ პროგრესს მივაღწიეთ ჩვენი ქვეყნის დაკავშირებადობის ფუნქციის განვითარების თვალსაზრისით, ჩვენი მიზანია, კიდევ უფრო მეტად განვავითაროთ ეს პოტენციალი