საქართველოში აშშ-ის საელჩო განცხადებას ავრცელებს და აცხადებს, რომ გმობს ქართული ოცნების მიმდინარე ძალადობას მოქალაქეების, მათ შორის ოპოზიციის ლიდერების, ჟურნალისტებისა და აქციის მონაწილეების მიმართ.
მათი თქმით, მსგავსი ქმედებები არაფერს აკეთებს საქართველოს ევროატლანტიკურ გზაზე დასაბრუნებლად.
“შეერთებული შტატები გმობს პარტია ქართული ოცნების მიმდინარე ძალადობას საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ, მათ შორის, ოპოზიციის ლიდერების, ჟურნალისტების, სამოქალაქო საზოგადოების წევრებისა და აქციის მონაწილეების მიმართ.
მსგავსი ქმედებები, რომელიც ჩანს, ქართველების ძირითადი თავისუფლებების გამოყენების შეზღუდვას ისახავს მიზნად, არაფერს აკეთებს საქართველოს ევროატლანტიკურ გზაზე დასაბრუნებლად – რაც ქართველების უმრავლესობის ნებაა.
საქართველო უკეთესს იმსახურებს”, – ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.
***