საქართველო აშშ-სთან სტრატეგიულ პარტნიორობას აღადგენს მას შემდეგ, რაც ახალი არჩევნები ხალხის ნების ასრულებას უზრუნველყოფს, – ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი X-ის საკუთარ გვერდზე წერს.
„აშშ-სა და სომხეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობა ისტორიული წინგადადგმული ნაბიჯია, რომელიც სარგებელს მოუტანს ჩვენს რეგიონს, მის სტაბილურობასა და მშვიდობას. აშშ-სთან სტრატეგიულ პარტნიორობას საქართველოც აღადგენს მას შემდეგ, რაც ახალი არჩევნები ხალხის ნების ასრულებას უზრუნველყოფს“, – წერს სალომე ზურაბიშვილი.
