მედია: რუსეთი ჯარში ხეიბრებსა და დაშავებულებს მოიერიშე ქვედანაყოფებში უშვებს

Важные истории-ს ინფორმაციით, რუსულ ჯარში დახეიბრებულებსა და სამედიცინო მიზეზით სამხედრო სამსახურისთვის შეუფერებელ ჯარისკაცებს სათანადო მკურნალობისა და სამედიცინო შემოწმების გარეშე მოიერიშე ქვედანაყოფებში უშვებენ.
გამოცემის თანახმად, მრავალი შემთხვევაა, როდესაც დაშავებულ ჯარისკაცებს გამოსაჯანმრთელი პოლკებიდან შესაბამისი სამედიცინო დახმარებისა და შემოწმების გარეშე ფრონტზე აგზავნიან. ერთ-ერთ 49 წლის ჯარისკაცს ყუმბარის გამო ფეხი დაუზიანდა და ყავარჯნით სიარული უწევს. დაზიანების შემდეგ ჯარისკაცი გამოსაჯანმრთელებელ პოლკში გაუშვეს. შემდეგ, ექიმმა მას ვარგისიანობის კატეგორია “ა” განუსაზღვრა, რაც სრულად ვარგისს ნიშნავს. ახლა მას თავდამსხმელ ქვედანაყოფში უშვებენ.
Важные истории წერს, რომ დასახიჩრებულთა ოჯახის წევრების თქმით, ექიმები დაშავებული ჯარისკაცების ვარგისიანად გამოცხადების ბრძანებაზე ღიად საუბრობენ.
“თვეც არ გასულა [ბოლო ოპერაციიდან], როცა უროლოგმა მოულოდნელად კატეგორია “ა”-ში განათავსა, ის ამბობს: “ჩვენ ბრძანებები გვაქვს”. – თქვა დასახიჩრებული ჯარისკაცის დედამ.
გარდა ამისა, გამოცემის მიხედვით, ნოემბრის ბოლოს ს თავდაცვის სამინისტრომ კანონპროექტი წარადგინა, რომლის ფარგლებშიც სამედიცინო შემოწმების პრინციპი შეიცვლება და “საომარი ოპერაციის გამოცდილების გათვალისწინებით” დისკვალიფიკაციის მიზეზებიდან გამოირიცხება ისეთი დაავადებები, “რომლებსაც სამხედრო სამსახურის მოვალეობის შესრულებაზე არსებითი გავლენა არ აქვს”. კანონპროექტის ტექსტი არ გასაჯაროვებულა და ზუსტი კრიტერიუმები არ კონკრეტდება.

ასევე დაგაინტერესებთ