სამხატვრო აკადემიის სტუდენტები – სამხატვრო აკადემიის სტუდენტები ვაცხადებთ დაუმორჩილებლობას – დავიკავეთ აკადემია და უვადოთ ვიქნებით აქ

ხელოვნება იწყება თავისუფლებით – ამ სლოგანით სამხატვრო აკადემიის სტუდენტები დაუმორჩილებლობას აცხადებენ და სტუდენტურ პროტესტს უერთდებიან.
სტუდენტებმა სამხატვრო აკადემია დაიკავეს და იქ ყოფნას უვადოდ აპირებენ, სანამ ახალი არ დაინიშნება და აქციების დროს დაკავებული ყველა პირი არ გათავისუფლდება.
“სამხატვრო აკადემიის სტუდენტები ვაცხადებთ დაუმორჩილებლობას და ვუერთდებით სტუდენტურ პროტესტს. დავიკავეთ აკადემია და უვადოთ ვიქნებით აქ. მთავარი მოთხოვნებია – თავისუფლება რეჟიმის პატიმრებს და დაინიშნოს ხელახალი ლეგიტიმური არჩევნები”, – აცხადებენ სამხატვრო აკადემიის სტუდენტები.

ასევე დაგაინტერესებთ

გიგა ლემონჯავა – მიუხედავად სიბნელისა, რომლის თავს მოხვევასაც რუსეთი და მისი მარიონეტული რეჟიმი ცდილობს საქართველოსთვის, ჩვენი გზა ევროპისკენ განათებულია ჩვენი მოქალაქეების გამბედაობით – არ დავნებდებით, არაფერი დამთავრდება, ვიდრე არ გავიმარჯვებთ