აშშ-ის საელჩო – შეერთებული შტატები გმობს პარტია „ქართული ოცნების” მიმდინარე ძალადობას – საქართველო უკეთესს იმსახურებს

შეერთებული შტატები გმობს პარტია „ქართული ოცნების” მიმდინარე ძალადობას საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ, მათ შორის, ოპოზიციის ლიდერების, ჟურნალისტების, სამოქალაქო საზოგადოების წევრებისა და აქციის მონაწილეების მიმართ , – ამის შესახებ საქართველოში -ის საელჩოს განცხადებაშია ნათქვამი.
საელჩოს განცხადების თანახმად, „მსგავსი ქმედებები, რომელიც ჩანს, ქართველების ძირითადი თავისუფლებების გამოყენების შეზღუდვას ისახავს მიზნად, არაფერს აკეთებს საქართველოს ევროატლანტიკურ გზაზე დასაბრუნებლად – რაც ქართველების უმრავლესობის ნებაა“.
„საქართველო უკეთესს იმსახურებს”, – წერია განცხადებში, რომელსაც საეჩლჩო „ფეისბუქზე“ ავრცელებს.

ასევე დაგაინტერესებთ

გიგა ლემონჯავა – მიუხედავად სიბნელისა, რომლის თავს მოხვევასაც რუსეთი და მისი მარიონეტული რეჟიმი ცდილობს საქართველოსთვის, ჩვენი გზა ევროპისკენ განათებულია ჩვენი მოქალაქეების გამბედაობით – არ დავნებდებით, არაფერი დამთავრდება, ვიდრე არ გავიმარჯვებთ