სალმა ჰაიეკი, კამერონ დიასი და სხვა ვარსკვლავები, რომლებიც პირველად 40 წლის შემდეგ დაქორწინდნენ – Marao

ვარსკვლავების მაგალითით თუ ვიმსჯელებთ, 40 წლის ასაკის მერე საბედოსთან შეხვედრა, საკმაოდ რეალურია. მთავარია, ძალიან მოინდომო…
ოსკაროსანი მსახიობი დანიელ კრეიგს ცოლად 41 წლის ასაკში გაჰყვა. წყვილმა ერთმანეთი 2000 წლის დასაწყისში გაიცნო, ქორწილი კი 2011 -ში გადაიხადა. მანამდე მსახიობი 9 წელი ცხოვრობდა ამერიკელ რეჟისორ დარენ არანოფსთან ერთად. ისინი ერთმანეთს 2001 წელს შეხვდნენ. 2006 წელს, მათ ბიჭი, ჰენრი ჩენსი გაუჩნდათ. 2010 წლის დასასრულს კი წყვილი ერთმანეთს დაშორდა. მთელი ამ დროის განმავლობაში, მათ არ ჰქონიათ საქორწინო კონტრაქტი. დაცილების შემდეგ კი მეგობრებად დარჩნენ.
2009 წელს, სელმა ჰაიეკი რომელიც 43 წლის იყო, ცოლად გაჰყვა მილიარდერ ფრანსუა-ანდრი პინოს, რომელიც ძვირფასეულობების კონლომერატის მფლობელია. მის გვართან დაკავშირებულია : Gucci, Brioni, Bottega, Venata , Balenciaga , Alexander McQoueen, Sint Laurent და ბევრი სხვა ცნობილი ბრენდები. წყვილმა შეხვედრა 2004 წელს დაიწყო, ქორწილზე თანხმობა კი მსახიობმა ანრის მეორე მცდელობაზე განაცხადა. მანამდე კი ჰაიეკს რომანი ჰქონდა ჯოშ ლუსაკთან და 4 წლიანი ურთიერთობა ედვარდ ნოსრტომთან. ამ უკანასკნელთან სელმამ კარგი ურთიერთობა შეინარჩუნა. ის მსახიობის ქორწილშიც კი იმყოფებოდა.
ქემერონ დიასი, რომელიც ამტკიცებდა, რომ ქორწინების ტრადიცია მოძველებულია, ერთი წლის წინ, 42 წლის ასაკში დაქორწინდა. მისი რჩეული მუსიკოსი ბენჯ მედენი გახდა. მანამდე, ქერა მსახიობს სკანდალური რომანი ჰქონდა ბეისბოლისტ ალექს როდრიგესთან, ჯასტინ თიმბერლეიქთან, მეტ დილანთან და ჯარედ ლეტოსთანაც კი, რომელზეც დიასი დანიშნული იყო. თუმცა, არც ერთი რომანი ქორწილამდე არ მივიდა.
კორტნის ხანგრძლივი და რთული ურთიერთობა ჰქონდა სკოტ დისიკთან, რომელთანაც სამი შვილი შეეძინა, მაგრამ წყვილი არადროს დაქორწინებულა. კორტნი პირველად 43 წლის ასაკში 2022 წელს დაქორწინდა მუსიკოს ტრევის ბარკერზე.
ქლოე სევინიმ და მისმა ბოიფრენდმა სინისა მაკკოვიჩმა გადაწყვიტეს ურთიერთობის რეგისტრაცია შვილის დაბადებამდე რამდენიმე თვით ადრე, 2020 წელს. ქლოე იმ დროს 45 წლის იყო.
2007 წლის ნოემბერში იგი დაქორწინდა ადვოკატ კეიტ ლიბერტალზე. იანვარში მათ ვაჟი კიერანი შეეძინათ. მსახიობი მაშინ 41 წლის იყო. ჯულიანას მამის მოგონებების მიხედვით, რომელმაც იგი საკურთხეველთან მიიყვანა, ცერემონია ძალიან ლამაზი და ტრადიციული იყო.