„მთელი ოფისი გაფიცული ვართ“ – „მაკდონალდს საქართველოს“ გენდირექტორი

„მაკდონალდს საქართველოს“ გენერალური დირექტორი თენგიზ კაპანაძე აცხადებს, რომ კომპანია გაიფიცა. ამის შესახებ მან „ტვ პირველს“ რესტორნის რუსთაველის ფილიალთან გაფიცვის დროს განუცხადა. კომპანიის ხელმძღვანელობასთან ერთად დღევანდელ აქციას „იფიცება საქართველო“ თანამშრომლებიც უერთდებიან.
“თავისუფალი აზრი, თავისუფალი მოძრაობა და ცხოვრება გვინდა და ჩვენ ყველა თანამშრომელს ვუთხარით, რომ რის სურვილიც ექნებოდათ ისე მოქცეულიყვნენ. თითქმის მთელი ოფისი ვართ გაფიცული, ვდგავართ ქუჩაში.
არ ვიცი ამ ხელისუფლებას რა დაახევინებს უკან , მაგრამ ჩვენ ვაკეთებთ ჩვენს გასაკეთებელს. ხელისუფლება კი თვითონ უნდა მიხვდეს თავის ნაბიჯებს.
ბიზნესზე დადებითად არ ისახება. საქმისთვის და გადასახადებისთვისაც ეს სასიამოვნო არ იქნება”, – აცხადებს “მაკდონალდსის” წარმომადგენელი თენგიზ კაპანაძე “პირველებთან”.