დოლიძის ქუჩაზე გაფიცულ მოქალაქეებს ტიტუშკები თავს დაესხნენ

დოლიძის ქუჩაზე გაფიცულ თანამშრომლებს ტიტუშკები თავს დაესხნენ. ვიდეო სოციალურ ქსელში გავრცელდა.
კადრებში ჩანს, რომ ტიტუშკები მოქალაქეებს ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ.
შემთხვევა რამდენიმე წუთის წინ მოხდა. 15:00 საათიდან 18:00 საათამდე საქართველოს მასშტაბით ასობით კომპანია გაიფიცა. გაფიცული მოქალაქეები პროტესტის ნიშნად ქუჩებში გამოვიდნენ.