ზვიად ქორიძე ბათუმში, მის წინააღმდეგ განხორციელებულ თავდასხმასთან დაკავშირებით, გამოკითხვაზე იმყოფება

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ რეგიონული ოფისების ხელმძღვანელი ზვიად ქორიძე ბათუმში, გამოკითხვაზე იმყოფება.
საქმე ეხება ბათუმში, სასტუმრო „შერატონში“ მასზე განხორციელებულ თავდასხმას.
ზვიად ქორიძის განცხადებით, მას „ქართული ოცნების“ დეპუტატი დიმიტრი სამხარაძე დაესხა თავს. მომხდარის დეტალებზე საუბრისას, ქორიძემ განაცხადა, რომ სამხარაძე იგინებოდა, იყო მუქარაც, საბოლოოდ კი ინციდენტში დაცვა ჩაერია. ქორიძე კლინიკაშიც იმყოფებოდა. არსებული ინფორმაციით, მას მცირე დაზიანებები აქვს.

ასევე დაგაინტერესებთ

ანდრია ჯაღმაიძე: ეკლესია ყოველთვის ცდილობდა, ყოფილიყო ორივე მხარისთვის სალაპარაკო პლატფორმა. დოროთემ რაც გააკეთა – იმ ხალხს, ვინც უსმენს დოროთეს, შთაბეჭდილება დარჩა, რომ ეკლესია მათი მტერია. სინამდვილეში ეს ასე არ არის

გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო – გერმანიის ელჩის გაწვევა ძალიან ნათელი დიპლომატიური სიგნალი იყო საქართველოს მთავრობისთვის, მოველით რომ ელჩზე პერსონალური თავდასხმები თავიდან იქნება არიდებული