თბილისში, დოლიძის ქუჩაზე გაფიცულ ადამიანებს უცხო პირები თავს დაესხნენ

თბილისში, დოლიძის ქუჩაზე, სადაც მოქალაქეთა ერთი ჯგუფი გამაფრთხილებელ აქციაში მონაწილეობდა, უცნობი პირები გამოჩნდნე და მათ თავს დაესხნენ. თავდასხმის ვიდეოკადრებში, რომლის გადაღებაც რამდენიმე ადამიანმა შეძლო, ისმის გინება და ჩანს ფიზიკური ძალადობა. ერთ-ერთ მათგანს ბეისბოლის ჯოხი ეჭირა.
საყოველთაო გამაფრთხილებელი გაფიცვა საქართველოში ახალი საპარლამენტო ს ჩატარების მოთხოვნით, დღეს, 15 იანვარს, 15:00 საათზე დაიწყო. ასობით კომპანია მომდევნო სამი საათის განმავლობაში წყვეტს მუშაობას.
გაფიცვა საქართველოს კონსტიტუციით დაცული უფლებაა. სტრატეგიულ ობიექტებს არ შეუძლიათ პროტესტში ჩართვა და მუშაობის გაჩერება, თუმცა ამ უფლებით ისარგებლა ამავე კომპანიების თანამშრომლების ნაწილმა. მაგალითად, გაფიცულთა შორის არიან ქვეყნის ორი ყველაზე დიდი ბანკის: „სა“ და „ს“ თანამშრომლები.
ს მონაცემებით, 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვა „ქართულმა ოცნებამ“ და ბარიერი გადალახა ოთხმა ოპოზიციურმა პარტიამ: „კოალიციამ ცვლილებისთვის“, „ერთიანობა – ნაციონალურმა მოძრაობამ“, „ძლიერმა საქართველომ“ და „საქართველოსთვის“. ეს პარტიები, საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი და სადამკვირვებლო ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ არჩევნები გაყალბდა. კითხვები აქვთ საერთაშორისო პარტნიორებსაც.
საქართველოში 2024 წლის 28 ნოემბრის შემდეგ არ წყდება პროტესტი ხელახალი არჩევნების ჩატარების მოთხოვნით. აქციები 28 ოქტომბრიდან დაიწყო, შემდეგ კი ხალხის ნაკადმა იკლო. პროტესტი გამწვავდა მას შემდეგ, რაც „ქართულმა ოცნებამ“ თქვა, რომ მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში აღარ დააყენებდნენ ევროკავშირში გაწევრიანებისთვის მოლაპარაკებების გახსნის საკითხს.
ფორუმი