ჟურნალისტ მანტას კრასნიცკასის ინფორმაციით, ლიეტუვის ნაკრების 25 წლის ფორვარდი გიტის პაულაუსკასი უკრანული “კოლოსიდან” ბათუმის “დინამოში” იჯარის წესით გადავიდა.
ფეხბურთელი ცენტრალური თავდამსხმელის პოზიციაზე თამაშობს და როგორც უკვე აღვნიშნეთ, ლიეტუვის ნაკრების მე-9 ნომერია, რომლის შემადგენლობაში 21 მატჩი ჩაატარა და 2 გოლი გაიტანა.
პაულაუსაკი “კოლოსს” 2024 წლის იანვარში, ალბანური “ეგნატედან” შეუერთდა. ტრანსფერი უკრაინულ კლუბს მაშინ რეკორდული თანხა – 300 ათასი ევრო დაუჯდა. მანამდე ის ლიეტუვურ კლუბებში “ჟალგირისში”, “ვიტისში” და “რიტერიაში” თამაშობდა.
“კოლოსში” ყოფნის დროს ლიეტუველი ვერ გახდა საკვანძო მოთამაშე. ჯამში მან 22 მატჩი
ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა. ტრანსფერი ოფიციალურად უახლოეს პერიოდში დადასტურდება.