საფრანგეთის პრემიერ-მინისტრი: პარიზი მკტიცედ უნდა აღუდგეს ისეთ ფიგურებს, როგორიც ილონ მასკია

საფრანგეთის პრემიერ მინისტრმა ფრანსუა ბაირუმ განაცხადა, რომ პარიზი მტკიცედ უნდა აღუდგეს ისეთ ფიგურებს, როგორიც კომპანია SpaceX-ის დამფუძნებელი და ტრამპის ადმინისტრაციაში აშშ-ის მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის მომავალი თანახელმძღვანელი, ილონ მასკია. ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.

ბაირუს თქმით, Space-X-ისა და ტესლას მფლობელი „ახალ მსოფლიო უწესრიგობასთან“ ასოცირდება, რაც საფრთხეს უქმნის თავდაცვის ყველა არსებულ წესს.

საფრანგეთის პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას, ფრანსუა ბაირუმ დონალდ ტრამპის მიერ გრენლანდიის, პანამის არხისა და კანადის შემოერთების შესახებ გაკეთებულ განცხადებებს მუქარა უწოდა და განმარტა, რომ დროა საფრანგეთმა გლობალურ ძალებს საკუთარი სახე და ძალისხმევა დაანახოს.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – უცხოური აგენტურის რიტორიკა რუსეთის მიმართ ასეთი მკაცრი და უარყოფითი არც 2008 წლის ომამდე და არც აგვისტოს ომის შემდეგ არ ყოფილა – ჩნდება ლოგიკური კითხვა: რატომ იქცნენ რუსოფობებად ახლა და არა მაშინ

“300-400 მდიდარი, გაზულუქებული, ყაჩაღი გვაშინებს, გვერევა დანარჩენ სამ მილიონს – გათითოკაცებულები ვართ, ჩმორად, მშიშარად, მხდალად…“- რა წერია წერილში, რომელსაც ლევან ხაბეიშვილი ციხიდან ავრცელებს