დე ლაურენტისი ოსიმენის აგენტს შეხვდა

ჟურნალისტი ჯანლუკა დი მარციო იტყობინება, რომ “ნაპოლის” პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი თავდამსხმელ ვიქტორ ოსიმენის აგენტს რობერტო კალენდას ამა წლის აგვისტოს შემდეგ პირველად შეხვდა.
მხარეებმა ოსიმენის 2025 წლის ზაფხულამდე მოქმედი კონტრაქტის გაგრძელების შესახებ ისაუბრეს. ნიგერიელის წლიური გასამრჯელო 4.5 მილიონი ევროა და პრეზიდენტი მზადაა ხელფასი მნიშვნელოვნად გაუზარდოს, აგრეთვე ახალ ხელშეკრულებაში შეიტანოს პუნქტი, რომლის მიხედვით მისი გამოსასყიდი ფასი 130-140 მილიონი იქნება. მოლაპარაკებები შეიძლება ხვალ გაგრძელდეს.
ამ სეზონში ვიქტორმა სერია A-ს 11 მატჩში 6 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა გააკეთა.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში