Messenger შეფერხებით მუშაობს

Messenger ხარვეზებით მუშაობს. აპლიკაციით სარგებლობა უჭირთ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში.
Downdetector-ის მონაცემებით, მომხმარებელთა 43% ამბობს, რომ აპლიკაციით სარგებლობა უჭირს, 29%-ს შეტყობინებების გაგზავნა უჭირს, 28%-ს კი მათი მიღება. აქვე, სოციალური ქსელის მომხმარებლები წერენ, რომ შეფერხებულია ფოტო-ვიდეო მასალის გაგზავნაც.
რა გახდა შეფერხების მიზეზი უცნობია.

ასევე დაგაინტერესებთ