ირაკლი კუპრაძე – „შარლ მიშელი 2“ არ იქნება – იქნება მხოლოდ და მხოლოდ ახალი არჩევნები თავისუფალ გარემოში, იმ პირობებში, როცა იქნებიან პოლიტპატიმრები გათავისუფლებულები

იმისთვის, რომ ეს ჩატარდეს სამართლიან, თავისუფალ და დემოკრატიულ გარემოში, ამაზე მუშაობა მიმდინარეობს – მთავარი, საწყისი წერტილი ცვლილებებისთვის იქნება პოლიტიკური ნება და კრიზისის მიერ გამოწვეული იძულება „ქართული ოცნების“ და სა, რომ შესაბამისი გადაწყვეტილებები მიიღოს, – ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი კუპრაძემ ოპოზიციის წარმომადგენლების შეხვედრამდე ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, „შარლ მიშელი 2“ არ განმეორდება.
„პროდასავლური ოპოზიცია ერთობლივად, კოორდინირებულად საქართველოს პრეზიდენტ, სალომე ზურაბიშვილთან ერთად მთავარ, ძირითად საკითხებზე ვმუშაობთ. ეს არის ახალი არჩევნები, პოლიტპატიმრების გათავისუფლება და შესაბამისი, სწრაფი პოლიტიკური გადაწყვეტილებები ინსტიტუტებთან დაკავშირებით. იმისთვის, რომ ეს არჩევნები სამართლიან, თავისუფალ და დემოკრატიულ გარემოში ჩატარდეს, ამაზე მუშაობა მიმდინარეობს. მთავარი, საწყისი წერტილი ცვლილებებისთვის იქნება პოლიტიკური ნება და კრიზისის მიერ გამოწვეული იძულება „ქართული ოცნების“ და ბიძინა ივანიშვილისა, რომ შესაბამისი გადაწყვეტილებები მიიღოს. სხვა მხრივ, ჩვენ მათთან რაიმე ტიპის საპარლამენტო, საკომიტეტო, რეფორმების ჯგუფში ჩართულობას არ ვაპირებთ. ეს არის გამორიცხული. „შარლ მიშელი 2“ არ იქნება. იქნება მხოლოდ და მხოლოდ ახალი არჩევნები თავისუფალ გარემოში, იმ პირობებში, როცა იქნებიან პოლიტპატიმრები გათავისუფლებულები. ეს ორი მოთხოვნა უცვლელი რჩება. მნიშვნელოვანი და მთავარია, რომ უპრეცედენტოდ ქართული, პროდასავლური ოპოზიცია და არიან ერთიანები, კონსოლიდირებულები და ამ მიმართულებით მუშაობას ვაგრძელებთ. მათ შორის, საერთაშორისო ველზეც მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს“, – განაცხადა კუპრაძემ.
გარდა ამისა, კუპრაძე ჟურნალისტებთან საუბრისას პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერზე, გიორგი გახარიაზე თავდასხმას ფაქტს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ „ქართული ოცნება“ და ბიძინა ივანიშვილი ცდილობს ბოლო ძალისხმევა ზეწოლისთვის გამოიყენოს“.
„მე ახლახან დავბრუნდი დან. ბათუმში არის უმძიმესი პოლიტიკური ვითარება. ქუჩებში ძალადობა და ეს ძალადობა არის სანქცირებული, დაშვებული და შეკვეთილი ივანიშვილის რეჟიმის მხრიდან. მას აჭარაში ჰყავს ჩინური „ხარებები“, ვინმე ბესელია, დგებუაძე, რომლებიც რეალური ხელმძღვანელებიც არ არიან, მათ ხელმძღვანელობს თორნიკე რიჟვაძის მამა, დავით რიჟვაძე, რომელიც ყოველდღიურად ძალადობს – აქტივისტებზე, საჯარო მოხელეებზე, რიგით მოქალაქეებზე.
ჩვენ გვესმის ნათლად, რომ „ქართული ოცნება“ და ივანიშვილი ცდილობს ბოლო ძალისხმევა ზეწოლისთვის გამოიყენოს. მათ შორის, თავდასხმა მოხდა გიორგი გახარიაზე, რასაც კატეგორიულად ვგმობთ და სოლიდარობას ვუცხადებთ, მალე გამოჯანმრთელება მას. საჯაროდ, როგორც დასახელდა დიმიტრი სამხარაძის, გიორგი მანველიძის მხრიდან თავდასხმა – გიორგი გახარიაზე, ზვიად ქორიძეზე [მოხდა], რომელიც არის სრული კოლაფსის მაჩვენებელი „ქართულ ოცნებაში“, – აღნიშნა კუპრაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

კახა კალაძე – გავიხსენოთ 2012 წლამდე პერიოდი – საზოგადოებაში იყო უმძიმესი განწყობა, დღეს კი ისმის უბრალოდ განცხადებები, რომლებზეც მტკიცებულებები არ არსებობს – რატომ არ არის თუნდაც საპროტესტო აქციებზე მუხტი?