ტელეკომპანია „იმედის“ ინფორმაციით, დიმიტრი სამხარაძესთან ფიზიკური დაპირისპირება გიორგი გახარიამ დაიწყო

ტელეკომპანია „იმედი“ წყაროს მიერ მოწოდებული ინფორმაციის დაზუსტებას ცდილობს. „იმედისთვის“ დამატებით ცნობილი ხდება, რომ დიმიტრი სამხარაძისა და გიორგი გახარიას, სასტუმრო „შერატონის“ შესასვლელში შეხვედრის დროს, სადაც სიტყვიერი დაპირისპირების შემდეგ ფიზიკური დაპირისპირება გახარიამ დაიწყო, მან სამხარაძეს სახეში პლასტმასის ჭიქა ჩაარტყა, რასაც სამხარაძის მხრიდან პასუხი და ფიზიკური დაპირისპირებაც მოჰყვა.

გიორგი გახარიაზე თავდასხმის საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. უწყების ცნობით, გამოძიება 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს.

ასევე დაგაინტერესებთ

კახა კალაძე – გავიხსენოთ 2012 წლამდე პერიოდი – საზოგადოებაში იყო უმძიმესი განწყობა, დღეს კი ისმის უბრალოდ განცხადებები, რომლებზეც მტკიცებულებები არ არსებობს – რატომ არ არის თუნდაც საპროტესტო აქციებზე მუხტი?