იტალიურმა “ლაციომ” გვაუწყა, რომ ხუან ბერნაბესთან, რომელიც კლუბის სიმბოლოს, არწივის მფლობელი და მწვრთნელია, თანამშრომლობა სასწრაფოდ შეჩერდა.
ამის მიზეზი კი თავად ბერნაბეს საქციელი გახდა. მან პენისის პროთეზის ოპერაცია გაიკეთა და ამ პროცედურის ამსახველი ფოტოები და ვიდეოები სოციალურ ქსელში გამოქვეყნა. ერექციისას კი პენისი სხვადასხვა კუთხიდან გადაიღო. ეს საქციელი რომაულმა კლუბმა შეუსაბამოდ მიიჩნია და თანამშრომლობა შეწყვიტა.
ბერნაბე “ლაციოსთან” 2011 წლიდან ასოცირდებოდა და ყოველი თამაშის წინ არწივს ათავისუფლებდა.