ოპოზიციონერი პოლიტიკოსი გიგი უგულავა პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერ გიორგი გახარიაზე თავდასხმას ეხმაურება.
უგულავამ გახარიას სოლიდარობა გამოუცხადა.
„სოლიდარობა და მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებ ბატონ გიორგი გახარიას. ღამე მას თავს „ქოც/რუს/ზონდერ“ დეპუტატები დაესხნენ.
აქვე ვიტყვი, დღეს აღარ აქვს მნიშვნელობა ვინ რას აკეთებდა ადრე. გახარია იყო შს მინისტრი, როცა მე და გოკა გაბაშვილს აეროპორტში „ზონდერ“ ძიუდოისტები დაგვეცნენ, ხოლო შსს-მ საქმე ჩემზე აღძრა, თითქოს, მე ვცემე ძიუდოში ევროპის ვიცე-ჩემპიონი. ცოდვები ჩვენც ბევრი გვაქვს და მას მხოლოდ ბრძოლით თუ გამოვასწორებთ.
იქეთ რუსის ზომბები არიან. აქეთ ადამიანები ვართ, ყველანაირი, ცუდიც, კარგიც. მხოლოდ ადამიანური თანადგომით გადავრჩებით და გავიმარჯვებთ,“ – წერს უგულავა.
ცნობისთვის, „გახარია – საქართველოსთვის“ ლიდერს, გიორგი გახარიას ბათუმში თავს დაესხნენ. თავდასხმა ოპოზიციონერ პოლიტიკოსზე წუხელ, სასტუმრო “შერატონში” მოხდა. გახარია კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა საავადმყოფო მოგვიანებით დატოვა. ექიმის განცხადებით, გიორგი გახარიას ცხვირის ძვლის მოტეხილობა და ტვინის შერყევა აქვს.