გასულ ღამით ბათუმში, სასტუმრო „შერატონში” ყოფილ პრემიერ-მინისტრსა და პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერ გიორგი გახარიას სცემეს.
შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს. „გახარია საქართველოსთვის“ წევრი ნათია მეზვრიშვილი კი წერს, რომ იკვეთება მტკიცებულებების განადგურება.
„დანაშაულის ადგილზე პერიმეტრი რომ განზრახ არ იყო დაცული და პოლიცია დაგვიანებით მივიდა ამის მტკიცებულება არსებობს. ვესაუბრე გამომძიებელს და მათივე ინტერესშია, ამის მიუხედავად, ყველაფერი ამოიღონ (რაც სავსებით შესაძლებელია), თავის კამერებიანად. მტკიცებულებების განადგურება უკვე იკვეთება. ამიტომ, მოუწევთ ესეც გამოიძიონ და ამტკიცონ რომ არ გაუნადგურებიათ“, — წერს ნათია მეზვრიშვილი სოციალურ ქსელში.
მომხდარზე ინფორმაცია თავდაპირველად მთის ამბები/საქართველოს ამბების რედაქტორმა, გელა მთივლიშვილმა გაავრცელა.
კლინიკის მორიგე ექიმის განმარტებით, გახარიას აქვს ცხვირის ძვლის მოტეხილობა და ტვინის შერყევა. მისი მდგომარეობა სტაბილურია და გახარიამ თავისი სურვილით დატოვა კლინიკა.
„ოცნების“ ეს წევრები, გახარიამდე გარკვეული პერიოდით ადრე, ამავე სასტუმროს ლობიში თავს დაესხნენ ჟურნალისტ ზვიად ქორიძეს, პოლიცია კი გამოძახებაზე დაგვიანებით მივიდა.