“ივანიშვილი ქმნის მაფიოზური ტიპის სტერილურ, კვაზი-სახელმწიფოებრივ წარმონაქმნს, რომელშიც სამართალდამცავი, მართლმსაჯულების სისტემები ნიღბიან “მაფიის ჯარისკაცებად” არიან ქცეული” – ხუხაშვილი
ბათუმში ექსპრემიერ გიორგი გახარიას და მედიაექსპერტ ზვიად ქორიძეს თავს დაესხნენ. ამ უკანასკნელის თქმით, მასზე თავდასხმაში მონაწილეობდა “ქართული ოცნების” დეპუტატი დიმიტრი სამხარაძე. მომხდარს ეხმაურება ექსპერტი გია ხუხაშვილი, რომელიც სოციალურ ქსელში წერს:
ინსტრუქციით, ბიძინას კარგად სტრუქტურირებული, რუსული ტიპის ავტორიტარული რეჟიმის ჩამოყალიბება უნდოდა, იმპერიაში შემდგომი ინტეგრაციის გამარტივების მიზნით…მაგრამ, როგორც ჩანს, ესეც ვერ მოახერხა – ქმნის მაფიოზური ტიპის სტერილურ, კვაზი-სახელმწიფოებრივ წარმონაქმნს, რომელშიც სამართალდამცავი, მართლმსაჯულების სისტემები ნიღბიან “მაფიის ჯარისკაცებად”, ხოლო კრიმინალური მენტალიტეტის ჯვრებასხმული ე.წ. პოლიტიკური და ბიზნეს-კლასი “მაფიის თანამონაწილეებად” არიან ქცეული და რომლებიც მხდალი ტურების ხროვასავით დათარეშობენ საკბილოს ძებნაში…”