“კადრები მეგობარმა მანახა, იგუდებოდა სიცილით და მერე სიცილი მეც ვერ შევიკავე”

“არ იცი, რამ­დენ­ჯერ ვუ­ყუ­რე,“ “ვა­ი­მე, რა საყ­ვა­რე­ლია,“ “ვი­ნაა? მიყ­ვარს,“ “რაც ამან გუ­შინ ირ­ბი­ნა… კაი ტი­პია,“ “რო­გო­რი სხარ­ტი ბი­ჭია,“ “იუ­მო­რით სავ­სეა,“ “ჩემი ფა­ვო­რი­ტი ვი­დე­ოა”, – ეს არის იმ ური­ცხვი რა­ო­დე­ნო­ბის კო­მენ­ტა­რე­ბი­დან რამ­დე­ნი­მე, რა­საც “მთა­ვა­რი არ­ხის“ ჟურ­ნა­ლის­ტის გი­ორ­გი მამ­ნი­აშ­ვი­ლის მი­სა­მარ­თით ადა­მი­ა­ნე­ბი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წე­რენ. მისი ვი­დეო ვირუ­სუ­ლად გავ­რცელ­და და სტრე­სულ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში ადა­მი­ა­ნე­ბი კარგ გან­წყო­ბა­ზე და­ა­ყე­ნა.

გი­ორ­გი მამ­ნი­აშ­ვი­ლი 12 იან­ვარს, რეს­ტო­რან “ბა­ბი­ლო­ში“ შეკ­რე­ბი­ლი მო­სა­მარ­თლე­ე­ბის წვე­უ­ლე­ბას რეს­ტორ­ნის გარე პე­რი­მეტ­რი­დან, კო­ლე­გა ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან ერ­თად აშუ­ქებ­და. ამას­თან, ექ­სკლუ­ზი­უ­რი კად­რე­ბის მო­პო­ვე­ბაც შეძ­ლო.

“ვარ 20 წლის და შავი ზღვის სა­ერ­თა­შო­რი­სო უნი­ვერ­სი­ტე­ტის მე­სა­მე­კურ­სე­ლი, ჟურ­ნა­ლის­ტი­კის ფა­კულ­ტეტ­ზე ვსწავ­ლობ,“ – გვე­უბ­ნე­ბა გი­ორ­გი მამ­ნი­აშ­ვი­ლი.

– გი­ორ­გი, ორი დღეა, ყვე­ლა შენს ვი­დე­ოს აზი­ა­რებს. ბევ­რმა გა­გიც­ნო და პო­პუ­ლა­რუ­ლი გახ­დი. რო­გო­რი გრძნო­ბაა ეს?

– სხვა­თა შო­რის, ეგ შეგ­რძნე­ბა არ მაქვს. სი­მარ­თლე რომ ვთქვა, ვერც ვი­აზ­რებ სა­ერ­თოდ რა ხდე­ბა. როლ­ში რომ ვი­ყა­ვი შე­სუ­ლი და ვმუ­შა­ობ­დი, ყუ­რა­დღე­ბას არ ვაქ­ცევ­დი, რას ვამ­ბობ­დი…

– თვი­თონ ნახე შენი კად­რე­ბი?

– მას მერე, რაც ვი­ვახ­შმე, გონ­ზე მო­ვე­დი, მერე ვუ­ყუ­რე.

– 12 იან­ვრის სა­ღა­მო რეს­ტო­რან “ბა­ბი­ლოს­თან“ რომ აღ­ვიდ­გი­ნოთ – შენ­თვის რო­გორ და რო­დის და­ი­წყო?

– ად­გილ­ზე და­ახ­ლო­ე­ბით 4:00 სა­ა­თის­თვის მი­ვე­დი. სა­ნამ ოპე­რა­ტო­რი მო­ვი­დო­და, ვი­დე­ქი იმ ხალ­ხთან ერ­თად და იმ უსა­მარ­თლო­ბას, რაც ბოლო პე­რი­ო­დია ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში ხდე­ბა, მეც ვაპ­რო­ტეს­ტებ­დი. შემ­დეგ მე­გო­ბარ­თან სახ­ლში ავე­დი, რომ სა­მუ­შა­ოდ მოვმზა­დე­ბუ­ლი­ყა­ვი, ტე­ლე­ფო­ნი დავ­ტე­ნე, მოვ­წეს­რიგ­დი და ად­გილ­ზე დავ­ბრუნ­დი. ოპე­რა­ტო­რიც მო­ვი­და. ვი­თა­რე­ბა უკვე ძა­ლი­ან და­ძა­ბუ­ლი იყო, რად­გან რამ­დე­ნი­მე მო­სა­მარ­თლემ ტე­რი­ტო­რია და­ტო­ვა. აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი კვერ­ცხებს ის­როდ­ნენ.

მო­სა­მარ­თლე­ე­ბი რეს­ტორ­ნი­დან ეტა­პობ­რი­ვად გა­მო­დი­ოდ­ნენ, და­ახ­ლო­ე­ბით ნა­ხე­ვარ სა­ათ­ში ერთხელ. ხაზ­ზე ვი­ყა­ვი და მათ გვერ­დი­დან არ ვშორ­დე­ბო­დი. მაქ­სი­მა­ლუ­რად ვუს­ვამ­დი იმ კი­თხვებს, რაზე პა­სუ­ხიც იმ დრო­ის­თვის და სა­ერ­თოდ, ახ­ლაც სა­ზო­გა­დო­ე­ბას მათ­გან აინ­ტე­რე­სებს.

– რა­ღაც ეტაპ­ზე ისეთ ად­გი­ლას აღ­მოჩ­ნდი, რომ იქ სხვა ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი არ ჩან­დნენ. შე­სა­ბა­მი­სად გქონ­და ექ­სკლუ­ზი­უ­რი კად­რე­ბიც… რო­გორ მო­ა­ხერ­ხე?

– კი, ერ­თა­დერ­თი იყო ჩვე­ნი ტე­ლე­ვი­ზია, ვი­საც ეგ კად­რე­ბი ჰქონ­და. რო­დე­საც გან­სა­კუთ­რე­ბულ საქ­მე­თა დე­პარ­ტა­მენ­ტის მიერ კორ­დო­ნი გა­კეთ­და, მათ ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი და ხალ­ხის ნა­კა­დი ოდ­ნავ წინ წა­მოს­წი­ეს, რომ მო­სა­მარ­თლე­ებს შე­ნო­ბა თა­ვი­სუფ­ლად და­ე­ტო­ვე­ბი­ნათ, რომ დის­კომ­ფორ­ტი არ შეჰ­ქმნო­დათ. რო­გორც კი მივ­ხვდი, რომ ეს სცე­ნა­რი ვი­თარ­დე­ბო­და, გა­დავ­წყვი­ტე იქი­დან სხვა ად­გილ­ზე გა­დავ­სუ­ლი­ყა­ვი. დიღ­მის მა­სი­ვი კარ­გად ვიცი და შე­სა­ბა­მი­სად, პა­ტარ-პა­ტა­რა ჩი­ხე­ბით ნელ-ნელა გავ­ძვე­რი იქით­კენ, სა­ი­და­ნაც უფრო შევ­ძლებ­დი მათ­თვის კი­თხვე­ბის დას­მას.

იქ არც ერთი ტე­ლე­ვი­ზი­ის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი არ ყო­ფი­ლა. აღ­მოვ­ჩნდი ად­გი­ლას, სა­დაც მო­სა­მარ­თლე­ებს მან­ქა­ნე­ბი ეყე­ნათ.

– სა­დაც უკვე კი­თხვე­ბით ხვდე­ბო­დი, მაგ­რამ ისი­ნი გა­გირ­ბოდ­ნენ… ემო­ცი­უ­რად რას გრძნობ­დი?

– მა­ნამ­დეც ვი­ცო­დი, რომ ტე­რი­ტო­რი­ას კო­მენ­ტა­რის გა­რე­შე და­ტო­ვებ­დნენ, რად­გან სა­ვა­რა­უ­დოდ, ასე­თი და­ვა­ლე­ბა ჰქონ­დათ, რომ კი­თხვებ­ზე პა­სუ­ხი ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის­თვის არ უნდა გა­ე­ცათ. მათი უმ­რავ­ლე­სო­ბა ასეც მო­იქ­ცა… აქ მთა­ვა­რი იყო, რომ მქონ­და ის კად­რე­ბი, თუ რო­გორ ტო­ვებ­დნენ ისი­ნი ტე­რი­ტო­რი­ას. რაც შე­ე­ხე­ბა მათ დევ­ნას და კი­თხვე­ბის დას­მას, ეს ჩემ­თვის უცხო არ ყო­ფი­ლა, არც გამ­ჭირ­ვე­ბია. საკ­მა­ოდ მშვი­დად ვი­ყა­ვი და ასე­ვე ვსვამ­დი კი­თხვებს.

ვრცლად

ასევე დაგაინტერესებთ

თინა ხიდაშელი – სოხუმიდან ფრენების ფონზე თავმოყვარე ხელისუფლება საპირწონე ზომებს მიიღებდა – ქვეყანას რომ ჰყავდეს პრემიერ-მინისტრი, მას უკვე გამოცემული ექნებოდა აქტი რუსეთიდან საქართველოში პირდაპირი ფრენების შეჩერების შესახებ

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთის მიერ სოხუმის აეროპორტის უკანონო ამოქმედებისა და ოკუპირებულ აფხაზეთის რეგიონში საჰაერო და სარკინიგზო მიმოსვლის დაწყების გამო შეშფოთებას გამოთქვამს