ბაიდენი: კრემლის ერთ-ერთი გადაცემის წამყვანმა თქვა – „ყოჩაღ, რესპუბლიკელებო“, თუ რუსი პროპაგანდისტები გილოცავენ, დროა გადახედოთ, რას აკეთებთ

თეთრი სახლის ლიდერი „რესპუბლიკურ პარტიას“ მიმართავს და მოუწოდებს „თავიანთი საქმე გააკეთონ“.

„პუტინის ერთგული ადამიანები მოსკოვში ზეიმობდნენ, როცა რესპუბლიკელებმა ხმა მისცეს უკრაინის დახმარების დაბლოკვას გასულ კვირას. კრემლის ერთ-ერთი გადაცემის წამყვანმა სიტყვასიტყვით თქვა: „ყოჩაღ, რესპუბლიკელებო!“ თუ რუსი პროპაგანდისტები გილოცავენ, შეიძლება, დროა გადახედოთ, რას აკეთებთ”,- წერს ბაიდენი X-ზე.

ამასთან, პრეზიდენტმა ბაიდენმა „რესპუბლიკელებს“ მოუწოდა უკრაინისა და ისრაელისთვის დახმარება დაამტკიცონ.

ასევე დაგაინტერესებთ

რაჟდენ კუპრაშვილი – ვიკვლევთ კორუფციულ ფაქტებს, რაც გრანტების ხარჯვას უკავშირდება – თუ აღმოჩნდება, რომ ბრიტანული თანხაც არაკეთილსინდისიერად არის გამოყენებული და პოლიტიკას ემსახურება, მივიღებთ შესაბამის გადაწყვეტილებებს