-მა და სომხეთმა სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმება გააფორმეს

აშშ-მა და სომხეთმა სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმება გააფორმეს.
შეთანხმების ხელმოწერის ცერემონია ვაშინგტონში ჩატარდა და დოკუმენტს ხელი მოაწერეს სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, არარატ მირზოიანმა და -ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა.
სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა, რომ დოკუმენტის გაფორმება მნიშვნელოვანი ეტაპია სომხეთისა და შეერთებული შტატების ურთიერთობაში.
“ვაყალიბებთ აშშ-სომხეთის სტრატეგიული პარტნიორობის კომისიას. კომისია ჩარჩოს გვაძლევს, რათა გავაფართოვოთ ორმხრივი თანამშრომლობა ეკონომიკური საკითხების, უსაფრთხოებისა და თავდაცვის, დემოკრატიის, სასამართლოს, ინკლუზიურობის, ხალხთაშორის კონტაქტების რიგ საკვანძო საკითხებში”, – განაცხადა ბლინკენმა.
თავის მხრივ, მირზოიანმა აღნიშნა, რომ სომხეთსა და შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობები, რომლებიც საერთო ღირებულებებსა და ორმხრივ ინტერესებს ეფუძნება, ბოლო წლებში მნიშვნელოვნად განვითარდა.
“სომხეთი-შეერთებული შტატების სტრატეგიული პარტნიორობის ქარტია მყარ საგუძველს გვაძლევს და ჩვენს თანამშრომლობას უფრო ამბიციურს ხდის. ის სხვადასხვა მიმართულებას მოიცავს, მათ შორის ეკონომიკური და ენერგეტიკული კავშირების გაძლიერებას, კომუნიკაციების გაუმჯობესებას, თავდაცვისა და უსაფრთხოების თანამშრომლობის გაღრმავებას, დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებას, სამართლიანობისთვისა და კანონის უზენაესობისთვის ხელშეწყობას, ინოვაციებისა და მაღალი ტექნოლოგიების განვითარებას, და ხალხთაშორისი კონტაქტების გაფართოებას”, – განაცხადა მირზოიანმა.
მისივე თქმით, სომხეთ-აშშ-ის ურთიერთობებმა ისეთ დონეს მიაღწია, როდესაც სტრატეგიული პარტნიორობის გაფორმება არა მხოლოდ არსებულ რეალობას ასახავს, არამედ “კრიტიკულად მნიშვნელოვანია რთული გეოპოლიტიკური პირობების კონტექსტში ოპერირებისთვის”.

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ იაკობიძე: რა უნდა გააკეთოს პასუხისმგებლიანმა სახელმწიფომ? უნდა შემცირდეს იმპორტდამოკიდებულება, ჩვენ გვჭირდება ეკონომიკის სტრუქტურული გარდაქმნა და გვჭირდება ინდუსტრიული განვითარება (ვიდეო)

“კობახიძის ფრთა დასავლეთში სახელდებული იყო როგორც პრორუსული და მოიაზრებდა კობახიძე-მდინარაძის ტანდემს. ამ ცვლილებით ბიძინა ივანიშვილი სიგნალს აძლევს ამერიკის შეერთებულ შტატებს, რომ…”