ამერიკა ეთანხმება “ევროპის სახალხო პარტიის” რეზოლუციას. შესაბამისი განცხადება აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, ჯო უილსონი X-ის საკუთარ გვერდზე გააკეთა.
“მივესალმები “ევროპის სახალხო პარტიის” ერთხმად მიღებულ რეზოლუციას, რომელიც საქართველოში თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს მოითხოვს, ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ სანქციებისა და პოლიტიკური პატიმრების დაუყოვნებლივ გათავისუფლების მოწოდებით გამოდის, სალომე ზურაბიშვილს საქართველოში ერთადერთ ლეგიტიმურ ლიდერად აცხადებს. ამერიკა თანახმაა!”,-წერს უილსონი.