მზია ამაღლობელის პროცესს გამოეხმაურა მარია რესა, რომლის წიგნითაც ის დღეს პროცესზე მივიდა

ნობელის პრემიის ფლობელი ჟურნალისტი მარია რესა ნეტგაზეთისა და ბათუმელების დამფუძნებლისა და დირექტორის, მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესს გამოეხმაურა.
მან X-ზე გააზიარა პოსტი, რომელზეც მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესის ფოტოებია, სადაც უკანონოდ დაკავებულ ჟურნალისტს ხელში მარია რესას წიგნი – “როგორ დავამარცხოთ დიქტატორი” უჭრავს.
“საპროტესტო აქციების 47 დღის შემდეგ… წარმოუდგენელია #თავისუფლებასაქართველოს”, – წერს მარია რესა.