ზოომაღაზია “ინვეტ ჯგუფი” საყოველთაო გაფიცვას უერთდება – ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია Facebook-გვერდზე აქვეყნებს.
“გამომდინარე იქიდან, რომ “ინვეტ ჯგუფი” ვეტერინარულ კომპანიას წარმოადგენს, რომელიც ვალდებულია იზრუნოს ცხოველთა ჯანმრთელობაზე, მათ შორის გადაუდებელ რეჟიმში, ვიაზრებთ ჩვენს პასუხისმგებლობას ჩვენი მომხმარებლების და ოთხფეხა მეგობრების მიმართ და ჩვენს საქმიანობას შევაჩერებთ 1 საათით 15 იანვარს – 15:00-დან 16:00-მდე”, – ნათქვამია განცხადებაში.
15 იანვარს, 15:00 საათიდან, დამსაქმებლები და დასაქმებულები საყოველთაო გამაფრთხილებელ გაფიცვას იწყებენ. როგორც ორგანიზატორები აცხადებენ, პროტესტის მიზანი საზოგადოებისთვის იმის ჩვენებაა, თუ რა ელის საქართველოს იზოლაციის პირობებში. მათივე ცნობით, გაფიცვა 3 საათის განმავლობაში გაგრძელდება.
გაფიცვის მთავარი მოთხოვნებია – ახალი არჩევნები და აქციებზე დაკავებული პირების განთავისუფლება.
