ესტონეთის საგარეო უწყება – ესტონეთი ყველა ჟურნალისტის გათავისუფლების მოწოდებით გამოდის, ვინც ბათუმსა და თბილისში უსამართლოდ დააკავეს

ესტონეთი, როგორც “მედიის თავისუფლების თანათავმჯდომარე”, ყველა ჟურნალისტის გათავისუფლების მოწოდებით გამოდის, ვინც უსამართლოდ დააკავეს ბათუმსა და თბილისში. ამის შესახებ განცხადებას ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
“საქართველოში მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ რეპრესიები, მათ შორის ჟურნალისტებისა და აქტივისტების დაპატიმრებები, მიუღებელია.
ესტონეთი, როგორც “მედიის თავისუფლების თანათავმჯდომარე”, ყველა ჟურნალისტის გათვისუფლების მოწოდებით გამოდის, ვინც უსამართლოდ დააკავეს ბათუმსა და თბილისში”, – ნათქვამია განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან სამუშია – „ქართული ოცნება“ მშვიდობის ნიღბით შენიღბული ქვეყნის უბედურებაა – მოქალაქეების მიმართ ყველგან ზეწოლაა, თავად კი სახლში ოქროს ზოდებს ინახავენ და ათი ათასობით ხელფასს ინიშნავენ