ეკა გიგაური – ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის მისიის წარმომადგენლების მხრიდან გამოითქვა მოსაზრება, რომ შეხვდებიან კონკრეტულ ადამიანებს, რომლებიც წინასწარ პატიმრობაში არიან

მათი მხრიდან გამოითქვა მოსაზრება, რომ შეხვდებიან კონკრეტულ ადამიანებს, რომლებიც წინასწარ პატიმრობაში არიან, საუბარია ჭიჭინაძესა და ცეცხლაძეზე. შეეცდებიან ისინი მოინახულონ, – ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ეკა გიგაურმა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის მისიის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
როგორც გიგაურმა განმარტა, მათი ვიზიტის მთავარი მიზანი არის შეაფასონ ის მიმდინარე პროცესები, რასაც საქართველოში აქვს ადგილი.
„მათი როლია დააგროვონ ინფორმაცია, კონკრეტული ანგარიში დაწერონ. ეს შეეხება არამხოლოდ პოლიტიკურ პროცესებს, არამედ იმ კანონებს, რომელიც ბოლოს პერიოდში მიიღეს. ჩვენ ვსაუბრობდით მიმდინარე მოვლენებზე, დაკავებებზე, არაადამიანურ მოპყრობაზე, ასევე, წამებაზე, რომელსაც ადგილი აქვს დაკავებულებთან მიმართებაში. ასევე მედიაგარემოზე ვისაუბრეთ, მზია ამაღლობელზეც, დაუსაბუთებლად იქნა დატოვებული წინასწარ პატიმრობაში. რა თქმა უნდა, მათი მხრიდან გამოითქვა მოსაზრება, რომ შეგხვდებიან კონკრეტულ ადამიანებს, რომლებიც წინასწარ პატიმრობაში არიან, საუბარია ჭიჭინაძესა და ცეცხლაძეზე. შეეცდებიან ისინი მოინახულონ“, – აღნიშნა გიგაურმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ანი ნადარეიშვილი: რუსთავი 2 -ს ამ დილით “ექსკლუზივი” მოუპოვებია… რადგან არ გვეშვებიან და ჩვენს გვარს ატრიალებენ ბოლო პერიოდში ინტენსიურად, ყველამ მინდა იცოდეს – ბაჩო ახალაია და ჩვენი ოჯახის არცერთი წევრი არ ვართ პოლიტიკაში…