– მნიშვნელოვანია ერთიანი პოზიციის შეჯერება და პრეზიდენტთან ერთიანი ხედვის თავმოყრა, რომელიც ს ძირითად პრინციპებს ეხება

მალე იქნება მზად დოკუმენტი, რომელშიც ოპოზიციური პარტიებისა და სამოქალაქო საზოგადოების ერთიანი პოზიცია იქნება შეჯერებული და სალომე ზურაბიშვილს ეს დოკუმენტი მნიშვნელოვანი ვიზიტის დროს ექნება წარმოდგენილი , – ამის შესახებ იურისტმა მ მეხუთე პრეზიდენტთან სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ მედიის წარმომადგენლებს განუცხადა.
ბესელიას თქმით, შეხვედრის ძირითადი საკითხი სწორედ ახალი იყო, რომელიც აუცილებლად დაინიშნება, რაც არ უნდა უარყოს “ქართულმა ოცნებამ”.
“მნიშვნელოვანი თემაა არჩევნები, რომელიც გარდაუვალია, დაინიშნება, რამდენიც არ უნდა უარყოს ეს “ქართულმა ოცნებამ”. მნიშვნელოვანია ერთიანი პოზიციის შეჯერება და პრეზიდენტთან ერთიანი ხედვის თავმოყრა, რომელიც ეხება არჩევნების ძირითად პრინციპებს – როგორ უნდა ჩატარდეს, რა წინაპირობებითა და რა რისკების დაზღვევით, რომელიც აჩვენა ბოლო არჩევნებმა და სად არის ის საკითხები, რომელიც გასათვალისწინებელი იქნება, ამაზე საჭიროა წინსწრებით მუშაობა.
დოკუმენტი უკვე რამდენიმე დღეში სრულდება. ძირითად პრინციპებთან დაკავშირებით საერთო პოზიცია პრეზიდენტს ექნება და პარტიებისა და სამოქალაქო საზოგადოების ერთიანი ხედვის შეჯერება ხდება და მალე დასრულდება ეს პროცესი.
ეს დოკუმენტი, ეს ერთიანი პოზიცია პრეზიდენტს ექნება მნიშვნელოვანი ვიზიტის დროს”, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

ასევე დაგაინტერესებთ

“ამ წუთებში, როცა თქვენ ამას კითხულობთ, ირანი – ქვეყანა 92 მილიონზე მეტი მოსახლით – რეალურ დროში ნადგურდება. თითქმის სრული ბლეკაუტი 24 საათზე მეტხანს: არ არის ინტერნეტი, არ არის სატელეფონო კავშირი, საერთოდ არ არსებობს კომუნიკაცია. და — სიჩუმე” (ვიდეო)

მეუფე შიო – ყველანაირად ვეცადოთ, ღვთის მცნებებით ვიცხოვროთ, მაშინ წმინდა ანგელოზები არასდროს დაგვტოვებენ, ყოველთვის ჩვენთან იქნებიან და მათ შეწევნას ვერანაირი ბოროტი ძალა ვერ მოერევა