ჩვენთან იყო სხვა რამ, არასამთავრობო სექტორისთვის ლაგამის ამოდება – “უცხოური გავლენების შესახებ” კანონპროექტზე, რომელიც ევროკომისიამ წარადგინა

ჩვენთან იყო სხვა რამ, პირდაპირ არასამთავრობო სექტორისთვის ლაგამის ამოდება, რომელიც რუსეთშიც გააკეთეს,- ამი შესახებ საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”მოქალაქეები” თავმჯდომარემ “ღამის კურიერის” ეთერში განაცხადა და უცხოური გავლენების შესახებ” კანონპროექტს გამოეხმაურა, რომელიც ევროკომისიამ “დემოკრატიის დაცვის პაკეტის“ ფარგლებში წარადგინა.
ალეკო ელისაშვილის თქმით, აღნიშნული კანონპროექტი რუსული და ჩინური გავლენების შესამცირებლად არის შემუშავებული.
” ფარა არის საერთოდ სხვა რამ, ლობიზმის შესახებ ინფორმაცია არის სხვა რამ. აბსოლუტურად სხვა რამეა ევროპარლამენტის ეს კანონპროექტიც – ეს არის კონტრდაზვერვითი კანონმდებლობა, რომელმაც რუსულ და ჩინურ გავლენებს ხელ-ფეხი უნდა შეუმოკლოს. ჩვენთან იყო სხვა რამ, პირდაპირ არასამთავრობო სექტორისთვის ლაგამის ამოდება, რომელიც რუსეთშიც გააკეთეს,”- აცხადებს .

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – ჩვენ გავაკეთეთ ძალიან მკაფიო განცხადება შეწყალებასთან დაკავშირებით, ეს წინადადება სათანადოდ მიიღეს კონკრეტულმა პატიმრებმა, აღიარეს ჩადენილი დანაშაული და მათთან გაფორმდა საპროცესო შეთანხმება, იმისათვის, რომ ახალი ძალადობა არ იყოს წახალისებული, მნიშვნელოვანია, სამართალი აღსრულდეს