“რაღაც საერთო მგონია მიშას გადამალვის ვნებაში, ომზე არლაპარაკში, ექიმთან ტკივილამდე არმისვლაში” – მშვილდაძე

ბოლო თვეების მანძილზე ვაკვირდებოდი და რაც არ უნდა დაეწერა მიშას, სიბრძნე თუ სისულელე, ტოპ-კომენტარებში სულ მიჩვენებდა ვინმე არაქოცის და ხშირად ნაცნობისაც დამამუნათებელ მიმართვას – მიშა, შენ მაინც გაჩუმდი ახლა – ხშირად, საერთო საქმის წარმატების მოტივითაც:
და განა მარკეტინგული ლოგიკა არასდროსაა თავშეკავებაში – სულ სხვა რამე მიკვირს ხოლმე – ადამიანების უდრტვინველი მზაობა საკუთარი სიკვდილ-სიცოცხლის დრამების პერიპეტიებში გახლართულებისგან სიმართლის საკუთარ ვერსიაზე გაწიწმატების გამო ბრაზი და მრისხანება დააქუხონ.
რაღაც საერთო მგონია მიშას გადამალვის ვნებაში, ომზე არლაპარაკში, ექიმთან ტკივილამდე არმისვლაში – რაღაც ეთნოფსიქოლოგიურს ემსგავსება ეს მარკეტინგულ გონიერებაში შეფუთული კომფორტის ზონის ესტაბლიშმენტი.
არავინ არ უნდა იჩაგრებოდეს. რუსებს ტყვეობაში არავინ არ უნდა დაუტოვო, მათ შორის, არც პრეზიდენტი.

ასევე დაგაინტერესებთ

ნათია მეზვრიშვილი გიორგი გახარიაზე თავდასხმაზე – დანაშაულის ადგილზე პერიმეტრი რომ განზრახ არ იყო დაცული და პოლიცია დაგვიანებით მივიდა, ამის მტკიცებულება არსებობს – მტკიცებულებების განადგურება უკვე იკვეთება

პაატა დავითაია – გიორგი გახარიაზე განხორციელებული თავდასხმა და ძალადობა ოპონენტებზე, ხელს უწყობს უმართავ პროცესს საზოგადოებაში, რაზეც პასუხისმგებლობა მთლიანად ხელისუფლებას აკისრია