ლევან ლორთქიფანიძე – თუ პოლიტიკური ძალები, საერთაშორისო გამოცდილებას გაიზიარებენ და შესაბამის საკანონმდებლო ცვლილებებს მოითხოვენ, შეიძლება უფრო მეტად დავაზღვიოთ და დავიცვათ ადამიანები ზეწოლისგან, რომელიც მოდის ხოლმე ავტორიტარული რეჟიმებისგან

პოლიტოლოგის, ლევან ლორთქიფანიძის განცხადებით, 2024 წლის 26 ოქტომბრის ს მთავარი პრობლემები ამომრჩევლების მოსყიდვა და დაშინება იყო.
როგორც მან საქართველოს მეხუთე პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრამდე ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, თუ პოლიტიკური ძალები შესაბამის საკანონმდებლო ცვლილებებს მოითხოვენ, შეიძლება, უფრო მეტად “დავაზღვიოთ და დავიცვათ ადამიანები ზეწოლისგან, რომელიც მოდის ხოლმე ავტორიტარული რეჟიმებისგან”.
“მთავარი პრობლემები ამ არჩევნებს ჰქონდა ამომრჩევლების მოსყიდვა და დაშინება. შესაბამისად, შესამუშავებელია მექანიზმები, რომლებიც ადამიანებს, სუსტ მოქალაქეებს დაიცავს, სწორედ მოსყიდვისგან, დაშინებისგან, უშიშროების გავლენისგან, ფულის გადარიცხვისგან და ა.შ. ასეთი მექანიზმები მსოფლიოში ბევრ ახალ დემოკრატიულ ქვეყანაში შეუმუშავებიათ. არსებობს საერთაშორისო გამოცდილება. თუ პოლიტიკური ძალები, ამ გამოცდილებას გაიზიარებენ და შესაბამის საკანონმდებლო ცვლილებებს მოითხოვენ, მგონია, რომ შეიძლება უფრო მეტად დავაზღვიოთ და დავიცვათ ადამიანები ზეწოლისგან, რომელიც მოდის ხოლმე ავტორიტარული რეჟიმებისგან.
საქართველოს აქვს სხვადასხვა გამოცდილება, ვთქვათ, ვარდების რევოლუციის შემდეგ დააბრუნეს ძველი პარლამენტი და ძველმა პარლამენტმა მიიღო. არის შემთხვევები, როდესაც 2007 წლის 7 ნოემბრის შემდეგ ახლად არჩეული პარლამენტი ცდილობდა საკანონმდებლო ცლილების მიღწევას. ასე რომ, ეს გზები შესათანხმებელია”, – განაცხადა ლევან ლორთქიფანიძე.
ცნობისთვის, საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, , ოპოზიციის წარმომადგელები, იურისტები შეხვდნენ. როგორც ოპოზიციონერმა პოლიტიკოსების ნაწილმა შეხვედრის შემდეგ აღნიშნეს, მათ შეხვედრაზე ახლა არჩევნებთან დაკავშირებულ საკითხებზე იმსჯელეს.
ამ დროისთვის, საზოგადოების სხვადასხვა წარმომადგენლები სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრას კვლავ აგრძლებენ.

ასევე დაგაინტერესებთ

ნათია მეზვრიშვილი გიორგი გახარიაზე თავდასხმაზე – დანაშაულის ადგილზე პერიმეტრი რომ განზრახ არ იყო დაცული და პოლიცია დაგვიანებით მივიდა, ამის მტკიცებულება არსებობს – მტკიცებულებების განადგურება უკვე იკვეთება

პაატა დავითაია – გიორგი გახარიაზე განხორციელებული თავდასხმა და ძალადობა ოპონენტებზე, ხელს უწყობს უმართავ პროცესს საზოგადოებაში, რაზეც პასუხისმგებლობა მთლიანად ხელისუფლებას აკისრია