ICR ჯგუფი 15 იანვრის გაფიცვის ფარგლებში ყველა ობიექტს და ოფისს ხურავს

ICR ჯგუფი 15 იანვრის გაფიცვის ფარგლებში ყველა ობიექტს და ოფისს ხურავს – ამის შესახებ კომპანიის მიერ Facebook-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი.
“ვიღებთ გადაწყვეტილებას 15 იანვარს 15 საათიდან 3 საათის განმავლობაში დავხუროთ კომპანიის ყველა ობიექტი და ოფისი, რათა აი სი არ ჯგუფის ყველა თანამშრომელისათვის შევქმნათ ადამიანის ერთ-ერთი ძირითადი უფლების – გამოხატვის თავისუფლების საკუთარი შეხედულებისამებრ განხორციელების წინაპირობა”, – ნათქვამია ICR ჯგუფის განცხადებაში.
ცნობისთვის, ICR ჯგუფი 1500-ზე მეტ ადამიანს ასაქმებს.