საქართველოში საფრანგეთის ელჩი – პრესის თავისუფლება დემოკრატიის ხერხემალია, მედიის მუშაკები დაცულები უნდა იყვნენ

პრესის თავისუფლება დემოკრატიის ხერხემალია საქართველოსა და ყველგან, -ამის შესახებ საქართველოში საფრანგეთის ელჩი, შერაზ გასრი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს, სადაც ორგანიზაციის, „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ (RSF), განცხადებას აზიარებს.
„მედიის მუშაკები დაცულები უნდა იყვნენ და არა თავდასხმის სამიზნეები,“ – წერს ელჩი.
„რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ აცხადებს, რომ „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და დირექტორი მზია ამაღლობელი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს.
„რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ მოითხოვს „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლისა და დირექტორის, მზია ამაღლობელის და ამავე მედია საშუალების ოპერატორის, გურამ მურვანიძის დაუყოვნლებლივ გათავისუფლებას და მათი დაკავების გარემოებების მიუკერძოებელ გამოძიებას“, – აღნიშნულია განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ ქვრივიშვილი: საქართველოს ხელისუფლებამ, პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით, პარტია „ქართულმა ოცნებამ,“ მისმა პოლიტიკურმა გუნდმა და ხელმძღვანელობამ ძალიან რთულ დროში მოახერხა და გამოიმუშავა საქართველოს განვითარების ფორმულა

ირაკლი კობახიძე – ძალადობრივ ინციდენტებთან დაკავშირებით შენიშვნა მხედველობაში მისაღებია – 3-4 შემთხვევაში კონკრეტული გადაცდომები იყო, თუმცა ადამიანების იდენტიფიცირება ვერ მოხერხდა – რაც შეეხება ძალადობას, მტკნარი სიცრუეა