„ვუერთდებით საყოველთაო გაფიცვას, ჯგუფში შემავალი მაღაზიები და რესტორნები 3 საათით დაიკეტება“ – „გასტრონომ ჯგუფი“

„გასტრონომ ჯგუფი“ ავრცელებს განცხადებას, რომლის მიხედვითაც ისინი უერთდებიან გამაფრთხილებელ/საყოველთაო გაფიცვას, რომელიც 15 იანვარს არის დაგეგმილი.
„გასტრონომ ჯგუფი“ უერთდება საყოველთაო გაფიცვას. ჩვენს ჯგუფში შემავალი მაღაზიები და რესტორნები 15 იანვარს 15:00-დან 18:00-მდე დაიკეტება.
ცნობისთვის, 15 იანვარს 15:00 საათზე საყოველთაო გაფიცვა დაანონსდა. როგორც სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ღონისძიების აღწერიდან ჩანს, გაფიცვა სამი საათის განმავლობაში გაგრძელდება.
„საფრთხეც და გამოსავალიც ყველასთვის საერთოა – ახალი და დაკავებულების გათავისუფლება. ამიტომ: იმის მიუხედავად თუ სად მუშაობ, ბიზნესის მფლობელი ხარ, მენეჯერი თუ დასაქმებული – შემოგვიერთდი! იფიცება საქართველო!“, – წერია ღონისძიების აღწერაში.