საერთო კარგი საკანონმდებლო ჩარჩო, ინსტიტუციური წყობა, საჯარო მმართველობისა და ეკონომიკური რეფორმების პროგრესი – საქართველოს შესახებ ევროკავშირის მინისტრთა საბჭოს დასკვნა გამოქვეყნდა

საერთო კარგი საკანონმდებლო ჩარჩო, ინსტიტუციური წყობა, საჯარო მმართველობისა და ეკონომიკური რეფორმების პროგრესი – ევროპული საბჭოს სხდომამდე 1 დღით ადრე, საქართველოს შესახებ ევროკავშირის მინისტრთა საბჭოს დასკვნა გამოქვეყნებულია. დოკუმენტში ნათქვამია, რომ ქვეყანა მზად არის, წევრობის ვალდებულებების შესასრულებლად. მმართველი გუნდის შეფასებით, ანგარიში ხელისუფლების წარმატებული მუშაობის შედეგის აღიარებაა, რაზეც ევროკომისიამ დადებითი რეკომენდაცია უკვე გასცა.
მინისტრთა საბჭოს ანგარიშში ქვეყნის პროგრესს ოპოზიციაც ხედავს, თუმცა ხელისუფლების ოპონენტები ამტკიცებენ, რომ პოზიტიური დასკვნა მხოლოდ გარკვეულ პოლიტიკურ ინტერესებს უკავშირდება.
ანგარიშის თანახმად, საბჭო ყველა პოლიტიკურ აქტორს მოუწოდებს, გამოავლინოს კონსტრუქციული თანამშრომლობა და თავი შეიკავოს ქმედებებისგან, რომლებმაც შეიძლება, უფრო გააღრმაოს პოლიტიკური დაძაბულობა. ოპოზიციის ნაწილი რეკომენდაციას საკუთარ თავზე არ იღებს. მეორე ნაწილი კი ამბობს, რომ მოწოდება ყველა პოლიტიკურმა ძალამ თანაბრად უნდა გაითვალისწინოს.
სახელისუფლებო გუნდისთვის დეპოლარიზაციას ხელს სწორედ ოპოზიცია უშლის. მმართველ პარტიის შეფასებით, ოპოზიციას უჭირს იმის აღიარებაც, რომ ევროინტეგრაციისთვის ხელისუფლებამ მათ გარეშეც კონკრეტულ შედეგებს მიაღწია.
გაფართოების შესახებ საბჭოს დასკვნაში აღნიშნულია ისიც, რომ დემოკრატიული ინსტიტუტების გამართული ფუნქციონირება, ასევე მართლმსაჯულებისა და კანონის უზენაესობასთან დაკავშირებული რეფორმები ქვეყნის პრიორიტეტად უნდა დარჩეს.

ასევე დაგაინტერესებთ

ზაზა შათირიშვილი: აბსოლუტური ბლეფია ტრამპის მუქარა, რომ შესაძლოა აშშ-მა ნატო დატოვოს. მაშ რა მიზანი აქვს ტრამპის რიტორიკას ნატოს წინააღმდეგ? – მთელი ეს სპექტაკლი, სწორედ ვიქტორ ორბანის პოლიტიკური გუნდის დანგრევას და არჩევნებში მის გარდაუვალ მარცხს უკავშირდება

ზაზა შათირიშვილი: ვიქტორ ორბანი „დიპ სტეიტმა“ საკმაოდ რთულ ვითარებაში ჩააგდო – ის რაც ორბანისათვის პოლიტიკური ქულების მომტანი უნდა ყოფილიყო, ანუ აშშ-ის მხარდაჭერა, არჩევნების წინ ყველაზე დიდ თავის ტკივილად გადაიქცა

ზაზა შათირიშვილი: უნგრეთში საპარლამენტო არჩევნები ბევრ რამეს წყვეტს როგორც უნგრელებისთვის, ასევე თამამად შეიძლება ითქვას, რომ ახლა სწორედ ამ არჩევნებზე გადის დაპირისპირების მთავარი ფრონტის ხაზი „დიპ სტეიტსა“ და ეროვნულ, სუვერენულ პოლიტიკურ ძალებს შორის

ზაზა შათირიშვილი: „ნატო“ არათუ დაიშლება, არამედ როგორც იცით, რამდენიმე თვის წინ, სწორედ ტრამპის ხელით ალიანსის წევრ ქვეყნებს ხარჯები კიდევ უფრო გააზრდევინეს – ამ ფონზე, ცხადია აბსოლუტური ბლეფია ტრამპის მუქარა, რომ შესაძლოა აშშ-მა ნატო დატოვოს