ევროპელი ლიდერების მხარდაჭერა საქართველოს – ქვეყანა სტრატეგიული გადაწყვეტილების მოლოდინშია

საქართველოს ევროპარლამენტარების მხარდაჭერა აქვს.რეზოლუცია დამტკიცებულია, 468 დეპუტატი მომხრეა, რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღოს. უკრაინასთან და მოლდოვასთან კი გაწევრიანების საკითხზე მოლაპარაკებები გაიხსნას.
გარკვეული რეფორმების განხორციელების შემდეგ, გაწევრიანებაზე დიალოგი დაიწყოს ბოსნია და ჰერცოგოვინასთან. რეზოლუციაში აღნიშნულია, რომ ევროკავშირის გაფართოება მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანი პოლიტიკური ინვესტიცია და ძლიერი გეოპოლიტიკური ინსტრუმენტია.
რეზოლუციის კენჭისყრამდე ევროპარლამენტში დებატები გაიმართა. მსჯელობის დროს ევროპელმა კანონმდებლებმა თქვეს, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ ორგანიზაციის გაფართოება სტრატეგიული ნაბიჯი იქნება.
ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერებისგან ახლა ყველა სტრატეგიულ გადაწყვეტილებას ელოდება. სტრასბურგშიც და ბრიუსელშიც საქართველოსთვის სტატუსის მინიჭებას მხარს უჭერენ. გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმ ევროკავშირის გზავნილი ევროპის საქმეების მინისტრების შეხვედრიდან გაუგზავნა.
გადაწყვეტილებების მისაღებად, ბრიუსელში ხვალ ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის პირველი პირები შეიკრიბებიან. ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ლიდერებს საჯარო წერილითაც მიმარტავს და მოუწოდებს ყველას, სამიტზე კომპრომისის სულისკვეთებით, კოლექტიური პასუხისმგებლობის გრძნობითა და ევროკავშირის ინტერესებისა და ღირებულებების გათვალისწინებით მივიდნენ.

ასევე დაგაინტერესებთ

ზაზა შათირიშვილი: აბსოლუტური ბლეფია ტრამპის მუქარა, რომ შესაძლოა აშშ-მა ნატო დატოვოს. მაშ რა მიზანი აქვს ტრამპის რიტორიკას ნატოს წინააღმდეგ? – მთელი ეს სპექტაკლი, სწორედ ვიქტორ ორბანის პოლიტიკური გუნდის დანგრევას და არჩევნებში მის გარდაუვალ მარცხს უკავშირდება

ზაზა შათირიშვილი: ვიქტორ ორბანი „დიპ სტეიტმა“ საკმაოდ რთულ ვითარებაში ჩააგდო – ის რაც ორბანისათვის პოლიტიკური ქულების მომტანი უნდა ყოფილიყო, ანუ აშშ-ის მხარდაჭერა, არჩევნების წინ ყველაზე დიდ თავის ტკივილად გადაიქცა

ზაზა შათირიშვილი: უნგრეთში საპარლამენტო არჩევნები ბევრ რამეს წყვეტს როგორც უნგრელებისთვის, ასევე თამამად შეიძლება ითქვას, რომ ახლა სწორედ ამ არჩევნებზე გადის დაპირისპირების მთავარი ფრონტის ხაზი „დიპ სტეიტსა“ და ეროვნულ, სუვერენულ პოლიტიკურ ძალებს შორის

ზაზა შათირიშვილი: „ნატო“ არათუ დაიშლება, არამედ როგორც იცით, რამდენიმე თვის წინ, სწორედ ტრამპის ხელით ალიანსის წევრ ქვეყნებს ხარჯები კიდევ უფრო გააზრდევინეს – ამ ფონზე, ცხადია აბსოლუტური ბლეფია ტრამპის მუქარა, რომ შესაძლოა აშშ-მა ნატო დატოვოს