“ნაციონალური მოძრაობა” კიდევ ერთმა ვეტერანმა წევრმა დატოვა – ნუგზარ წიკლაურ პარტიაში არაფორმალურ მმართველობაზე საუბრობს

“ნაციონალურ მოძრაობასთან”, პოლიტიკური გაყრა, კიდევ ერთმა ვეტერანმა წევრმა გააფორმა. ნუგზარ წიკლაურმა გადაწყვეტილების მიზეზებზე ერთ-ერთი მედიასაშუალების ეთერში ისაუბრა. თქვა, რომ პარტია, “კვიპროსის კლუბმა” ბოლშევიზაციის გზაზე დააყენა, რაც მისთვის მიუღებელია.
ბოლო ორ კვირაში, “ნაციონალური მოძრაობა” 1000-ზე მეტმა წევრმა, ერთი მიზეზით დატოვა. მელიას ბანაკში გადასულები ამბობენ, რომ მათთვის წითელი ხაზი, განსხვავებული აზრის დევნა, კეზერაშვილ-მერაბიშვილის არაფორმალური მმართველობა და ხაბეიშვილის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები აღმოჩნდა. ყოფილი თავმჯდომარის გუნდი დარწმუნებულია, რომ “ნაციონალურ მოძრაობას” კიდევ ბევრი თანამებრძოლი დატოვებს.
პარტიაში კეზერაშვილ-მერაბიშვილის გავლენებზე საუბარი არ სურთ, თუმცა ყოფილი წევრების გუნდიდან წასვლას, პოლიტიკურ დემარშს უწოდებენ მოქმედ მენეჯმენტში. ხაბეიშვილის ფლანგი ირწმუნება, რომ მელიას მის თანამოაზრეებთან ერთად, ახალი პოლიტიკური დღის წესრიგის შექმნა სურს, რაც მათი თქმით არა მხოლოდ “ნაციონალური მოძრაობის”, არამედ მთელი ოპოზიციის ღირებულებებს ეწინააღმდეგება.
მმართველ გუნდში ამბობენ, რომ “ნაციონალური მოძრაობა”, პარტიაში შექმნილი კრიზისის ფონზე, სათადარიგო გეგმაზე გადადის- მიზანი ახალი და ალტერნატიული პოლიტიკური ძალის შექმნაა, რომელმაც, ოპოზიციის გეგმის თანახმად, 5%-იანი ბარიერის გადალახვა უნდა შეძლოს. უმრავლესობის ლიდერები დარწმუნებული არიან, რომ ეს მცდელობაც წარუმატებელი იქნება.
10 თვიანი დაპირისპირების შედეგად, “ნაციონალურმა მოძრაობამ” ასობით წევრთან ერთად, ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის სტატუსიც დაკარგა.

ასევე დაგაინტერესებთ

ზაზა შათირიშვილი: აბსოლუტური ბლეფია ტრამპის მუქარა, რომ შესაძლოა აშშ-მა ნატო დატოვოს. მაშ რა მიზანი აქვს ტრამპის რიტორიკას ნატოს წინააღმდეგ? – მთელი ეს სპექტაკლი, სწორედ ვიქტორ ორბანის პოლიტიკური გუნდის დანგრევას და არჩევნებში მის გარდაუვალ მარცხს უკავშირდება

ზაზა შათირიშვილი: ვიქტორ ორბანი „დიპ სტეიტმა“ საკმაოდ რთულ ვითარებაში ჩააგდო – ის რაც ორბანისათვის პოლიტიკური ქულების მომტანი უნდა ყოფილიყო, ანუ აშშ-ის მხარდაჭერა, არჩევნების წინ ყველაზე დიდ თავის ტკივილად გადაიქცა

ზაზა შათირიშვილი: უნგრეთში საპარლამენტო არჩევნები ბევრ რამეს წყვეტს როგორც უნგრელებისთვის, ასევე თამამად შეიძლება ითქვას, რომ ახლა სწორედ ამ არჩევნებზე გადის დაპირისპირების მთავარი ფრონტის ხაზი „დიპ სტეიტსა“ და ეროვნულ, სუვერენულ პოლიტიკურ ძალებს შორის

ზაზა შათირიშვილი: „ნატო“ არათუ დაიშლება, არამედ როგორც იცით, რამდენიმე თვის წინ, სწორედ ტრამპის ხელით ალიანსის წევრ ქვეყნებს ხარჯები კიდევ უფრო გააზრდევინეს – ამ ფონზე, ცხადია აბსოლუტური ბლეფია ტრამპის მუქარა, რომ შესაძლოა აშშ-მა ნატო დატოვოს