ბათუმში აქციაზე დაკავებულ სამ მოქალაქეს 5-დღიანი პატიმრობა შეეფარდა

ბათუმის საქალაქო სასამართლომ საპროტესტო აქციაზე დაკავებულ სამ მოქალაქეს: ნოდარ ფრანგიშვილს, ოთარ ქათამაძეს და მათე ცენტერაძეს 5-დღიანი პატიმრობა შეუფარდა.
გადაწყვეტილება მოსამართლემ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.

მათე ცენტერაძე, ნოდარ ფრანგიშვილი და ოთარ ქათამაძე 11 იანვარს ბათუმში პოლიციის მთავარ სამმართველოსთან აქციის დროს სტიკერის გაკვრის გამო დააკავეს.