სამწუხაროა, რომ გვყავს მოქალაქეების ჯგუფი, რომელიც გაემიჯნა ყველაფერს ქართულს, გაემიჯნა ყველაფერს, რაც ჩვენი თანაცხოვრებისთვის არის მნიშვნელოვანი, გადმოალაგა უცხოური სახელმძღვანელოები და ზუსტად იმ სცენარს მიჰყვება

სამწუხაროა, რომ გვყავს მოქალაქეების ჯგუფი, რომელიც გაემიჯნა ყველაფერს ქართულს, გაემიჯნა ყველაფერს, რაც ჩვენი თანაცხოვრებისთვის არის მნიშვნელოვანი, გადმოალაგა უცხოური სახელმძღვანელოები და ზუსტად იმ სცენარს მიჰყვება
აბუ-დაბიში მომხდარიც ნაწილია იმ ღვარძლის და კამპანიის, რომელსაც ქართველობასთან არაფერი კავშირი აქვს, – განუცხადა ურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.
„ასეთ კამპანიებს აწარმოებენ, საკუთარი თავის რეჟისორები არიან, ერთადერთი სურვილით, პროვოკაცია მოაწყონ, ეს ყველაფერი როგორმე აღბეჭდონ საკუთარ ტელეფონზე და ამით მერე თავი მოიწონონ. ესეც ხომ არაფერში ჯდება. არც ქართულ კულტურაში არ ჯდება, არც პროტესტის კულტურაში, არაფერში ჯდება, ეს არის უბრალოდ ადამიანობის ნიველირება და გაუქმება. ეს ჯგუფები ამას აკეთებენ გარედან კარნახით.
სამწუხაროა, რომ ჩვენ გვყავს მოქალაქეების ჯგუფი, რომელიც გაემიჯნა ყველაფერს ქართულს, გაემიჯნა ყველაფერს, რაც ჩვენი თანაცხოვრებისთვის არის მნიშვნელოვანი, გადმოალაგა უცხოური სახელმძღვანელოები და ზუსტად იმ სცენარს მიჰყვება, რომელმაც ბევრი საზოგადოება მიიყვანა კოლაფსამდე, ეს უნდა, საერთო ჯამში, მოქალაქეების ამ ჯგუფს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ვოლსკი მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე: გვიკიჟინებენ, რომ საჭიროა უფრო აქტიური პოზიციით გამოსვლა, თუმცა, საქმის ცოდნით, რეალური ანალიზის საფუძველზე გადავწყვიტეთ, რომ ხისტი განცხადებები, მოქმედება არის ის, რაც ქვეყანას დააზიანებს

ნანა კაკაბაძე: ნორმალურ მოქალაქეებში ჩვენ ვგულისხმობთ ხელისუფლების მომხრეებსაც, მის ოპონენტებსაც და ნეიტრალურ ადამიანებსაც, მაგრამ აკაცუკებად ჩამოყალიბებულ მოქალაქეთა განსაკუთრებულ კასტას…

ირაკლი კობახიძე: ჩვენ ყველაზე სწრაფად განვითარებადი და მზარდი ეკონომიკა ვართ, ჩვენი საშუალო ეკონომიკური ზრდა ბოლო 5 წლის განმავლობაში იყო 9.3% – ეს ერთ-ერთი უდიდესი მაჩვენებელია ევროპაში