“რეალი” ანჩელოტის გადაყენებას არ აპირებს

The Athletic-ის ცნობით, “ბარსელონასთან” ესპანეთის სუპერთასის ფინალში 2:5 დამარცხების გამო, “რეალის” ხელმძღვანელობა მწვრთნელის, კარლო ანჩელოტის სამუშაოდან დათხოვნას არ აპირებს.
მადრიდული კლუბი ანჩელოტის მუშაობას სეზონის დასრულების შემდეგ შეაფასებს, იქამდე კი მისი გადაყენების საკითხი არ განიხილება.
“ბარსელონასთან” წაგებამ არც სატრანსფერო გეგმებზე მოახდინა გავლენა, ზამთარში არავის დამატებას არ აპირებენ და მხოლოდ ტრენტ ალეკსანდერ-არნოლდს შეიძენენ, თუ “ლივერპული” მის გაყიდვაზე დათანხმდება.