ბათუმში სხვადასხვა მედიასაშუალების ჟურნალისტები ქუჩებში მარშს აწყობენ. ისინი ამ დროისთვის, ბათუმის საქალაქო სასამართლოსკენ მიემართებიან.
“თავისუფლება მზია ამაღლობელს, რომელიც პოლიციის შეფის ირაკლი დგებუაძის მუქარის შედეგად დააკავეს. სოლიდარობა ყველა უკანონოდ დაკავებულს, რეჟიმის პატიმრებს”, აცხადებენ ჟურნალისტები.
ჟურნალისტები სოლიდარობას უცხადებენ, იმ მოქალაქეებსაც, რომლებიც სხვადასხვა აქციის დროს დააკავეს.