“თავისუფლება პოლიტპატიმრებს”, – ამ შეძახილებით ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.
მოქალაქეები აცხადებენ, რომ ხელისუფლება რეპრესიებს ახორციელებს, ყველა მოქალაქის მიმართ, ვინც თავისუფლებისა და ევროპული მომავლისთვის იბრძვის.
საპროტესტო აქციას, ჟურნალისტები მარშით შეუერთდნენ.
„თავისუფლება ყველა პოლიტპატიმრებს, ძირს რუსული რეჟიმი, არა ივანიშვილის დიქტატურას, ჩვენ აქ ვართ და ვიბრძოლებთ ბოლომდე, ვერ დაგვაშინებენ დაკავებებით”, – აცხადებენ შეკრებილები.
ცნობისთვის, ბათუმის საქალაქო სასამართლოში პარალელურად ადმინისტრაციული წესით დაკავებულთა პროცესი მიმდინარეობს.