“საქართველო კარგად მუშაობს და წარმატებასაც მიაღწია… მან უნდა გააგრძელოს მუშაობა სწორი მიმართულებით” | ბორელი

“საქართველო კარგად მუშაობს და წარმატებასაც მიაღწია… მან უნდა გააგრძელოს მუშაობა სწორი მიმართულებით”, – ამის შესახებ ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საკითხებში ჯოზეფ ბორელი საუბრობს.
“საქართველო კარგად მუშაობს და წარმატებასაც მიაღწია. საქართველომ უნდა გააგრძელოს მუშაობა სწორი მიმართულებით. გაფართოება ევროკავშირის ყველაზე მნიშვნელოვანი საგარეო პოლიტიკაა. ჩემთვის, როგორც საგარეო პოლიტიკაში მომუშავე ადამიანისთვის, ეს არის ფუნდამეტური საკითხი. ჩვენ გვაქვს ვალდებულებები ბევრი ადამიანის მიმართ, დიდი ხნის განმავლობაში. ჩვენ უნდა ავჩქარდეთ და შევასრულოთ საქმე. ჩვენ გვჭირდება ინტენსიური საქმიანობის ადაპტირება, რათა ვიმუშაოთ უკეთესად 27-ზე მეტი წევრის პირობებში. ეს ჩვენი პრობლემაა, ჩვენ უნდა შევასრულოთ პირობები, თავიდან ავირიდოთ იმედგაცრუება და შევასრულოთ შექმნილი მოლოდინები”, – განაცხადა ბორელმა.