ირანის პრეზიდენტი 17 იანვარს ოფიციალური ვიზიტით მოსკოვში ჩავა

ირანის პრეზიდენტი 17 იანვარს ოფიციალური ვიზიტით მოსკოვში ჩავა
ირანის პრეზიდენტი 17 იანვარს ოფიციალური ვიზიტით მოსკოვში ჩავა, – ამის შესახებ ინფორმაციას კრემლის პრესსამსახური ავრცელებს.
ირანის პრეზიდენტი მასუდ პეზეშკიანი მოსკოვში რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს შეხვდება.
„მოსალოდნელია, რომ განიხილება ორმხრივი თანამშრომლობის შემდგომი გაფართოების პერსპექტივები, მათ შორის ვაჭრობისა და ინვესტიციების, ტრანსპორტისა და ჰუმანიტარულ სფეროებში, ასევე რეგიონული და საერთაშორისო დღის წესრიგის აქტუალური საკითხები“, – ნათქვამია კრემლის პრესსამსახურის განცხადებაში.
როგორც კრემლის პრესსამსახურში აღნიშნავენ, პუტინი და პეზეშკიანი ხელს მოაწერენ რუსეთ-ირანის ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულებას.
„მოლაპარაკების შემდეგ და მასუდ პეზეშკიანი ხელს მოაწერენ რუსეთსა და ირანს შორის ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ხელშეკრულებას, ასევე გააკეთებენ განცხადებებს მედიისთვის“, – ნათქვამია განცხადებაში.
1tv.ge

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ ქვრივიშვილი: საქართველოს ხელისუფლებამ, პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით, პარტია „ქართულმა ოცნებამ,“ მისმა პოლიტიკურმა გუნდმა და ხელმძღვანელობამ ძალიან რთულ დროში მოახერხა და გამოიმუშავა საქართველოს განვითარების ფორმულა