“ამ ქალს [ნინო ნადირაძეს] ჭკუა, ნამუსი და ეთიკა არ აქვს… რას მიფრიალებ რენტგენის ფოტოებს?“ – ალეკო ელისაშვილი ნინო ნადირაძეზე

“ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი, “ვივამედის“ გენერალურ დირექტორს ნინო ნადირაძეს აკრიტიკებს.

როგორც “პალიტრანიუსის” ეთერში ელისაშვილმა განაცხადა, იზრუნებს, რომ ნინო ნადირაძეს და მის კლინიკა “ვივამედს“ აუცილებლად შეუჩერდეს ლიცენზია. ელისაშვილი ამბობს, რომ მიზეზი კლინიკის მიერ დიაგნოზის დამალვა და მისი პირადი ინფორმაციის გასაჯაროებაა:

“ნინო ნადირაძეს და მის მის ფაშისტურ კლინიკა “ვივამედს“ აუცილებლად შეუჩერდება ლიცენზია ორი მიზეზის გამო, პირველი იმიტომ, რომ დიაგნოზი დამალეს, ნეკნი მქონია მოტეხილი და გამოვიდა ურცხვად, ექიმი მამისტოლა კაცი ურცხვად და მითხრა რომ ცოტა დაჟეჟილი ხარ, არაფერი არ გჭირსო,

ასე ვცხოვრობდი თვე ნახევარი, მეგონა დაჟეჟილობა მქონდა და მიმატებდა და მიმატებდა ტკივილი, თურმე ნეკნი მაქვს მოტეხილი“, – განაცხადა ელისაშვილმა.

ჟურნალისტი დაინტერესდა ნინო ნადირაძის მიერ გამოქვეყნებულ რენტგენის სურათზე, რაზეც ელისაშვილმა უპასუხა, რომ საკითხავია არის თუ არა მისი რენტგენი:

“იმდენი ჭკუაც არ აქვს ამ ქალს, ნამუსი და ეთიკა, ამ ვინმე ნადირაძეს, რას მიფრიალებ ამ, რენტგენის ფოტოებს, უჩივლებ, ამ “ვივამედს“ სისხლს გავუშრობ. იკადრა და ჩემი პირადი ინფორმაცია გამოაქვეყნა და დიაგნოზი დამალა, ამით ჯკოჭი გაუგორა ხელისუფლებას“ – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ გასული წლის 3 დეკემბერს, “საქართველოს აზერბაიჯანელთა ეროვნული კონგრესის“ თავმჯდომარემ, ალი ბაბაევმა განაცხადა, რომ მას კოალიცია “ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. ბაბაევის თქმით, შემთხვევა 2 დეკემბერს, საღამო საათებში, ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე ერთ-ერთ აფთიაქთან მოხდა. მისი განმარტებით, მომხდარის შედეგად მას კლინიკაში გადაყვანა დასჭირდა.

“ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ალეკო ელისაშვილი სამართალდამცავებმა გასული წლის 4 დეკემბერს დააკავეს. თავდაპირველად, ის დუშეთის წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს, შემდგომ კი, მისი გადაყვანა კლინიკა „ვივამედში“ გახდა საჭირო. ელისაშვილმა საავადმყოფო ამბულატორიული მომსახურების გაწევის შემდგომ დატოვა.

ელისაშვილმა “ვივამედი“ არასწორად დასმულ დიაგნოზში დაადანაშაულა და დაწერა, რომ ნეკნი აქვს გატეხილი.

ასევე დაგაინტერესებთ

აშშ-ის წინა ადმინისტრაციის პირობებში, ამერიკული ბიუროკრატია გვიყურებდა, როგორც მტერს, ჩვენ ვრჩებით ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში და მზად ვართ, რომ ნებისმიერ მომენტში გადავტვირთოთ ურთიერთობები, რაც დაამკვიდრა ქართულ პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილმა, ერთ-ერთი მთავარი მიღწევა არის ის, რომ ვმოქმედებთ არა ემოციებით, არამედ თავიდან ბოლომდე რაციონალურად და პრაგმატულად

კორუფციასთან ბრძოლის მხოლოდ ერთი მცირე ნაწილია წარსულში ჩადენილი სავარაუდო კორუფციული დანაშაულების გამოძიება, ჩვენი მთავარი ამოცანაა, დღეს და ხვალ, როდესაც სახელმწიფო იღებს გადაწყვეტილებებს, არ იყოს დაშვებული კორუფციის ფაქტები

ნახა ყველამ, რომ ვერ არყევენ ამ ხელისუფლებას – 10 არჩევნები წააგეს, 5 რევოლუცია მარტო 4 წელიწადში ჩაუვარდათ, შანსი არ აქვთ, ამას ხედავენ და ერთადერთი დავალება აქვთ, რომ რამენაირად მუდმივი პრობლემა შეუქმნან ქვეყანას