– ვინც გასაშვებია, ყველას გავუშვებთ – როდის გაგიგიათ, რომ აქციის გამო, ჩვენ ვინმე გაგვეშვას? – გადაწყვეტილება სამსახურის ხელმძღვანელებმა მიიღეს

ვინც გასაშვებია, ყველას გავუშვებთ, – ამის შესახებ თბილისის მერმა, მ მერიიდან თანამშრომლების გათავისუფლებასთან დაკავშირებით განაცხადა. როგორც კალაძემ ჟურნალისტებთან განმარტა, გათავისუფლების მიზეზი მიმდინარე პოლიტიკური ამბები არ ყოფილა, რადგან კალაძის თქმით, „პოლიტიკური ნიშნით საზოგადოებას არ ყოფენ, მითუმეტეს თანამშრომლებს“.
„როდის გაგიგიათ, რომ აქციის გამო, ჩვენ ვინმე გაგვეშვას? ყველაზე კარგი მაგალითი არის ერთ-ერთი პარტიის წარმომადგენელი, რომელიც დედაქალაქის მერიაში მუშაობს. პოლიტიკური ნიშნით რომ მნდომებოდა, მაგ ადამიანსაც გავუშვებდით. ჩვენ არანაირი პოლიტიკური ნიშნით საზოგადოებას არ ვყოფთ, მითუმეტეს თანამშრომლებს. არც ლანა ქარდავა ვიცი, ვინც გასაშვებია, ყველას გავუშვებთ. ხელშეკრულება როდესაც სრულდება, ვიღებთ გადაწყვეტილებას, ან ვუგრძელებთ ან არა. გადაწყვეტილება სამსახურის ხელმძღვანელებმა მიიღეს“, – განაცხადა კალაძემ.
ცნობისთვის, თბილისის მერიის მედიის ურთიერთობის სამსახურის ყოფილი თანამშრომლები, თაია მახარაშვილი და ლანა ქარდავა აცხადებენ, რომ სამსახურიდან პოლიტიკური ნიშნით გაათავისუფლეს.

ასევე დაგაინტერესებთ

მიხეილ სააკაშვილი – ჩვენ მოვახერხეთ შეუძლებელი და პირველებმა ყოფილი იმპერიის სივრცეში დავამტკიცეთ, რომ რუსეთის გარეშე ცხოვრება ბევრად უკეთესია – მე არ გავტყდები, არ შევეგუები და ვიბრძოლებ თქვენს და ჩემს გამარჯვებამდე

გზების დეპარტამენტი – ავტომაგისტრალებზე შეზღუდვების შესახებ ახალი საგზაო ნიშნები განთავსდა – 22 დეკემბრიდან შსს საშუალო სიჩქარის დიფერენცირებული კონტროლის მონაკვეთებში 80 კმ/სთ სიჩქარის გადაჭარბების დარღვევების ადმინისტრირებას იწყებს