2024 წელს საგარეო ვაჭრობა $23.4 მილიარდამდე გაიზარდა

2024 წელს საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 23 429.0 მლნ. დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის მაჩვენებელზე 8.0 პროცენტით მეტია.
„საქსტატის“ მონაცემებით, გასულ წელს ექსპორტი 6 560.4 მლნ. დოლარი იყო (გაიზარდა 7.8 პროცენტით), ხოლო იმპორტი 16 868.7 მლნ. აშშ დოლარი (გაიზარდა 8.1 პროცენტით).
უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2024 წელს 10 308.3 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 44.0 პროცენტია.

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ ქვრივიშვილი: მომდევნო 5-6 წლის განმავლობაში, განსაკუთრებით ტრანსპორტის სექტორის გაძლიერების მიზნით ჩვენი ხელისუფლება 7 მლრდ ლარს დახარჯავს იმისთვის, რომ განვითარდეს ინფრასტრუქტურა